1934 წელს ირანის 34-ე შაჰმა რეზა ხანმა ყველა მასობრივი პროტესტი უგულებელყო და ჰიჯაბის მოხსნის შესახებ კანონი ოფიციალურად მიიღო, ხოლო 8 იანვარი "ქალთა თავისუფლების დღედ" გამოცხადდა. ასეთი კანონი ირანელი ქალების გარეგნობაზე შეუძლებელია, რომ არ ასახულიყო, თუმცა 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა - გამჭვირვალე ბლუზებსა და მინი-ქვედაბოლოებში გამოწყობილი ირანელი ქალების ფოტოები უკვე ფოტოშოპში დამუშავებულს ჰგავდა. 1979 წლის 1-ლი აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა, ქვეყნის მმართველი კი ისლამური რევოლუციის ლიდერი იათოლა რუჰოლა ხომეინი, შეუზღუდავი ძალაუფლებით გახდა, რომელიც პარიზიდან თეირანში 15-წლიანი დევნილობის შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა. ქვეყანა შარიათის ნორმებს და ჩადრს დაუბრუნდა. 1979 წლიდან მოყოლებული, ყველა ქალს, მათ შორის, ქრისტიანებსაც და ტურისტებსაც ირანის ტერიტორიაზე თავის ზონის ჰიჯაბით დაფარვა დაევალა. მიუხედავად ამისა, ირანელი ქალბატონები შუა აღმოსავლეთში დღემდე ყველაზე მოწინავეებად ითვლებიან და არც ერთ ეროვნულ თავსაბურავს მათი საოცარი სილამაზის დამალვა არ ძალუძს. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 9 ყველაზე ლამაზ და პოპულარულ ირანელ ქალბატონს, რომელთა სილამაზეც გულრილს ვერავის დატოვებს.
ფარაჰ ფეჰლევი
ირანის უკანასკნელი დედოფალი, ეროვნებით აზერბაიჯანელი ფარაჰ ფეჰლევი (ფარაჰ ფეჰლევი - ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი. იმპერატორის სამი ცოლიდან იყო ერთადერთი, რომელიც დედოფლად აკურთხეს) ირანის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, თავრიზში, ოფიცრის ოჯახში დაიბადა.
კლაუდია ლინქსი
ცნობილი ირანელი მსახიობი, მოდელი და თარჯიმანი - კლაუდია ლინქსი განსაკუთრებული შარმითა და სილამაზით გამოირჩევა. გოგონა დღესდღეობით, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ქველმოქმედებით აქტიურად არის დაკავებული. კლაუდიას მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც გოგონას "სპარსეთის ქალღმერთს" უწოდებენ.
მაჰლაგა ჯაბერი
წარმატებული ირანელი მოდელი მაჰლაგა ჯაბერი ცნობილი თავისი საოცარი გამოხედვით არის. გოგონამ მოდელის კარიერა გვიანი მოზარდობის პერიოდში დაიწყო და დღემდე მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს.
გაგრძელება