ბლოგი

6 ფაქტი დროზე, რომელიც გაგაკვირვებთ

6 ფაქტი დროზე, რომელიც გაგაკვირვებთ
ზოგიერთი თვლის, რომ დრო ეს არის ილუზია, გამოგონება, რომელიც ცდილობს სამყაროს ქაოსის დალაგებას. ფიზიკის ყველაზე რთულ საფეხურებზე "დროის" ცნებას ადგილი ვერ გამოუძებნეს, რაც უშუალოდ მეცნიერებსაც აოცებს. თუმცა ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, დრო ყველაფრის საძირკველია და სამყაროს შექმნამდეც არსებობდა.
Aging Doctor Who GIF by Feliks Tomasz Konczakowski - Find & Share ...

1. დრო ოდესღაც არ არსებობდა

  • უფრო ზუსტად კი 13.7 მილიარდი წლის წინ დიდ აფეთქებამდე, იმ თეორიის თანახმად რომელმაც სამყარო წარმოქმნა. მაშინ არ არსებობდა სივრცე და არავითარი გადაადგილება, მათ გარეშე კი დროის არსებობა წარმოუდგენელია. დიდმა აფეთქებამ გამოიწვია სამყაროს საათის
    ამუშავება.
5K GIF - Find & Share on GIPHY

2. ყველაზე ზუსტი საათიც კი 30 მილიონ წელიწადში ერთხელ იტყუება

  • რა თქმა უნდა, საუბარი ატომურ საათებზეა. მიუხედავად "სახიფათო" დასახელებისა, მათ ატომურ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს საათი ზომავს დროის ელექტრომაგნიტურ ნიშნულს ატომის ბირთვსა და მის გარემომცველ ელექტრონებს შორის, სახელიც სწორედ აქედან წარმოსდგება.
Earth science GIF - Find on GIFER

3. ავიაფრენების დროს უფრო სწრაფად ვბერდებით

  • იცოდით, რომ დრო  გრავიტაციაზეა დამოკიდებული? მარტივად რომ ავხსნათ, რაც უფრო ახლოს იმყოფებით გრავიტაციულ წყაროსთან დრო უფრო ნელა გადის. ხდება ერთგვარი ატომური დროის სინქრონიზაცია, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზეა განთავსებული მაგალითად ზღვის დონეზე, მთის კენწეროზე და ა.შ. შესაბამისად დრო სხვადასხვა ადგილას განსხვავებულად აჩვენებს. როცა თვითმფრინავით გადაადგილდებით, იმ სიმაღლეზე სადაც გრავიტაცია სუსტდება, რამდენიმე წამით უფროსი ხდებით, ასე ხდება ყოველი ფრენის შემდეგ.

GIF GIF GIF + image by Jon T. | Motion design, Motion graphics ...

4. ყველა ჩვენგანი წარსულში ცხოვრობს

  • როგორც ნეირობიოლოგი დევიდ იგლმანი ამტკიცებს ყოველი ჩვენგანი აწმყოს 80 მილიწამით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ტვინი სინამდვილეს რამდენიმე წამში აღიქვამს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტვინი შეფერხებით მუშაობს, უბრალოდ ამ დროის განმავლობაში ტვინში მოვლენების სინქრონიზაცია მიმდინარეობს.

Manage Time Zones with World Clock Pro – Sponsor — MacSparky

5. დღეღამეში ყოველთვის არ იყო და არ იქნება 24 საათი

  • როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, გრავიტაცია ერევა დედამიწის დროში. არსებობს პროცესები, რომელიც დროის მიმდინარეობას აფერხებს. მაგალითად ასეთი პროცესია წყლის დინება. მაშინ როცა დედამიწა შენელდება ასტრონომიული დღეღამე ყოველ ას წელიწადს ამრავლებს 2 მილიწამზე, რაც ნიშნავს იმას რომ 200 მილიონ წელიწადში დღეღამეში 24 საათის ნაცვლად 25 საათი იქნება, ხოლო დინოზავრების ეპოქაში მხოლოდ 23 საათი იყო.
gif love Cool NYC city new york city time lapse sunset sunrise ...

6. შეუძლია დროს გაჩერება?

  • ჩნდება კითხვა: თუკი დრო თანდათანობით შენელების პროცესშია, შესაძლოა საერთოდ გაჩერდეს? ესპანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კი სრულებით შესაძლოა. მათი შეხედულებით სამყაროს გაფართოების პროცესი, რომელიც დაჩქარებულია - ეს სრული ილუზიაა, რასაც დროის შენელება იწვევს, წერს ჟურნალი Discover. მათი გათვლებით დრო ნამდვილად გაჩერდება, სამყაროც გაიყინება, თუმცა ამის დაჯერება საკმაოდ რთულია.
Time Stop GIF - StuckInTime Clock Time - Discover & Share GIFs
წყარო: anews
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93