მოქმედება ვითარდება პატარა სოფელში. XX საუკუნეში ამ სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 750 ადამიანს შეადგენდა. ამასთანავე, იქ მხოლოდ 142 სახლი იყო.
ამბის თხრობა კი 1917 წლის ზაფხულიდან იწყება. იორკშირის საგრაფოს სოფელ კოტინგლიში მცხოვრებ გოგონას, 17 წლის ელსი რაიტს, სტუმრად ბიძაშვილი, 10 წლის ფრენსის გრიფიტსი ეწვია.
გოგონები უზარმაზარ მდელოზე თამაშობდნენ, რომელიც მათი სახლის მიმდებარედ იყო. ერთ დროს იქ დიდი ტყე ყოფილა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იქ ფერიები ნახეს. ერთ დღესაც ელსის დედამ გოგონებს ჰკითხა, რა იზიდავდათ ასე ძალიან, რატომ ატარებდნენ ამდენ დროს მაინცდამაინც იმ ადგილას.
რაზეც პასუხად მიიღო: „ჩვენ ფერიებს ვხედავთ, მათთან ვმეგობრობთ და ვეთამაშებით“.
თავიდან გოგონებს არავინ უჯერებდა, შემდეგ კი ელსიმ მამას შესთავაზა, რომ მისთვის ფოტოაპარატი ეყიდა, რათა გადაღება ესწავლა და თავისი სიტყვის დამტკიცება შეძლებოდა.
როდესაც არტურ რაიტმა (ელსის მამამ) ფირი გაამჟღავნა, სურათზე პეპლების მსგავსი პატარა ქმნილებები დაინახა.
მოგვიანებით, ელსიმ ამ ფოტოებს წერილიც დაურთო, რაც განხილვის საგნად იქცა. მშობლებს ეს ამბავიც საეჭვოდ ეჩვენათ. ჩათვალეს, რომ გოგონებმა ხრიკს მიმართეს და მუყაოსგან ფიგურები თავად გამოჭრეს.
გოგონები მთელი ძალით ცდილობდნენ, მშობლებისთვის ფერიების არსებობა დაემტკიცებინათ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, დედ-მამამ ვერ იპოვა ნივთები, რაც მათ ეჭვს დაადასტურებდა.
მან განაცხადა: „არა, ფოტოები ყალბია, სავარაუდოდ, მასზე თოჯინებია გამოსახული. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ „პატარა არსებების“ ვარცხნილობა საფრანგეთის ახლანდელ მოდას პასუხობს“.
წარმოიშვა ის აზრიც, რომ გოგონები ფოტოების გაყალბებას მარტივად ვერ მოახერხებდნენ, რადგან ეს სპეციალისტების საქმეა.
არტურ კონან დოილმა ამ მოვლენას სტატიაც მიუძღვნა, რომელიც ადამიანებმა უცებ აიტაცეს და სენსაციამაც არ დააყოვნა, თუმცა კოტინგლში არასდროს ჩასულა და არც გოგონები გაუცნია.
მიუხედავად ამდენი დავისა, ერთ-ერთ აუქციონზე ეს ფოტოები 600 ფუნტად გაიყიდა. ამ ფაქტმა გააცოცხლა თემა, რომელიც მიავიწყდათ და მსჯელობა ისევ განაგრძეს.
აქვე, მან დააყოლა: „მე არასოდეს ჩავთვლი ჩვენს ხრიკს თაღლითობად - ჩვენ პატარა სულელები ვიყავით. ამ ყველაფრის რეალურთან გაიგივება იმ ადამიანების კისერზეა, ვისაც სერიოზულად სჯეროდა და ცდილობდნენ, ამაში ადამიანები ათასგვარი გზით დაერწმუნებინათ".