ჩვენ შევადგინეთ ახალგაზრდა მემკვიდრეების სია, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. აქ საკმაოდ გახმაურებულ გვარებს შეხვდებით. გოგოებო, ყველაფერი წინ არის..
აბდულ მატინი
პრინც მატინს ალადინსაც ადარებენ. ის სულთან ჰასანალის მეოთხე ვაჟია. 2011 წელს მან სამეფო სამხედრო აკადემიაში დაასრულა სწავლა, შემდეგ კი ლეიტენანტის წოდებაც მიიღო. ასევე აქვს პილოტის ლიცენზიაც. სიმპათიურ, აღმოსავლური გენების მქონე მამაკაცზე ათასობით გოგონაა შეყვარებული.
დენის ავენი
„ალფა ბანკის“ დამფუძნებლის, პიტერ ავენის ვაჟი. შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითო შვილია. 2016 წელს „იელის უნივერსიტეტი“ დაამთავრა და ნიუ-იორკში არსებულ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანია Lazard-ში ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა (სხვათა შორის, ეს ის ადგილია, სადაც არავის აინტერესებს, თუ ვინ არის მამაშენი).
მის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „განათლებული გოგონები მომწონს, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივად გამოსაცნობები არ არიან“. დენისს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და შესაძლოა, ერთ დღეს პრეზიდენტადაც მოგვევლინოს.
მიხაილ იაკობაშვილი
ქართველი ბიზნესმენის, მილიარდერ დავით იაკობაშვილის ერთადერთი ვაჟი. მისი მამა „რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტია.
რამდენიმე წლის წინ მიხაილმა დაამთავრა სწავლა ნიუ-იორკში და მოსკოვში დაბრუნდა. ის აქტიურად ცდილობს, რომ ოჯახური ბიზნესი განავითაროს.
მიხაილი თავისუფალ დროს პოეზიას უთმობს და მისი ინტერესის სფერო მრავალფეროვანია.
პატრიკ შვარცნეგერი
პატრიკი ლეგენდარული „ტერმინატორის“, არნოლდ შვარცნეგერის ვაჟია. ახლა 26 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. მას მშობლებისგან მშვენიერი მემკვიდრეობა ერგო: ათლეტური აღნაგობა, სახის წყობა, რომელიც გამოარჩევს და ექსპრესიული, ნაცრისფერი თვალები.
მიმზიდველი გარეგნობის წყალობით სამოდელო ბიზნესში მან უკვე მწვერვალები დაიპყრო. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დრამის ჟანრში გადაღებულ ფილმში, "შუაღამის მზეში“ ითამაშა.
ჰუსეინ ბინ აბდულა
იორდანიის ულამაზესი პირველი ლედის ვაჟი, რომელსაც გარეგნულად დედამისს ამსგავსებენ.
ის 25 წლის არის და იორდანიის ტახტის მემკვიდრეა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის, „ჯორჯთაუნის“ კურსდამთავრებულია. ასევე, მას უფროსი ლეიტენანტის წოდებაც აქვს.
ის აქტიურადაა ჩართული გაეროს ახალგაზრდულ წამოწყებებში და ცდილობს, უფრო განვითარდეს.
წყარო: www.cosmo.ru