კონრად ჰილტონი თავის წიგნში "იყავი ჩემი სტუმარი" მკითხველებს წარმატების მიღწევის 10 წესზე მოუთხრობს. წიგნი გამოიცა 1957 წელს და დღემდე აქტუალობას არ კარგავს.
კონრად ჰილტონი საერთაშორისო სასტუმროების ქსელის, Hilton Family-ს დამფუძნებელია, რომელიც 500 სასტუმრო კომპლექსს მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ყველაფერი არც ისე წარმატებულად დაიწყო კონრადის სიცოცხლეში.
თავისი საქმიანობა ჰილტონმა მეოცე საუკუნეში დაიწყო, ჯიბეში ერთი გროშით, ხოლო დიდი დეპრესიის დროს ყველაფერი დაკარგა, რაც იმ პერიოდში ააშენა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ჰილტონის მრავალმილიარდიანი იმპერიის შექმნა.
1. აღმოაჩინე საკუთარ თავში ნიჭი
- კონრად ჰილტონს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანს რაღაც ნიჭი გააჩნია. ამიტომ მან მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იფიქროს ამის აღმოჩენასა და განვითარებაზე. გამოუყავით დრო ისეთ რაღაცებს, რისი კეთებაც მოგწონთ ან გგონიათ, რომ გესიამოვნებოდათ. არასდროს იცით, საით წაგიყვანთ ეს ყველაფერი. ჰილტონის განსაკუთრებული ნიჭი სასტუმროების მართვაში მდგომარეობდა. სწორედ მისი მეშვეობით მოახერხა დიდი დეპრესიის შემდგომ წარმატების მიღწევა.
2. იყავით რაც შეიძლება მეტი
- კონრადს მიაჩნდა, რომ მაქსიმალური გაფართოება და საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო გრანდიოზულად საქმეს წარმატებისკენ წაიყვანდა. "იმისათვის, რომ რაღაც გრანდიოზულს მიაღწიოთ, გრანდიოზული ოცნებები უნდა გქონდეთ".
3. იყავით გულწრფელი
- კონრადს სჯეროდა ყველაფერში გულწრფელობის. სიმართლე ყოველთვის იპოვის გარეთ გასასვლელ გზას. ამიტომ იმპერიას ტყუილზე ვერ ააგებთ. თუკი გადარჩენის გამო ტყუილს მიმართავდა ჰილტონი, მაშინ დიდი დეპრესიის დროს თავისი მეგობრებისგან აღებულ თანხას მოიპარავდა და არ დახარჯავდა ტეხასის შტატში, სისკოში პირველი უძრავი ქონების შეძენაზე.
4. იცხოვრეთ ენთუზიაზმით
- კონრადს სწამდა, რომ ადამიანი სულ გაღიმებული უნდა დადიოდეს, სავსე იყოს ენთუზიაზმით, რაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. სწორედ ასე იქცეოდა მთელი ცხოვრება და გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ისტორიაში, რომელიც თანამშრომლებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ.
5. არ მისცეთ საშუალება საკუთარ თავს, გმართოთ
- მეხუთე წესის თანახმად, კონრადს არ სჯეროდა მატერიალური ნივთების, სიმდიდრემ პიროვნულობა არ დააკარგინა. თუკი მატერიალურ ნივთებზე ხართ ჩაციკლული, ცხოვრებაში გამოტოვებთ ისეთ რაღაცებს, რაშიც არ გიწევთ თანხის გადახდა. თუკი რაიმე გაგაჩნიათ, აუცილებლად მოუფრთხილდით მას. კონრადი უფრთხილდებოდა თავის სასტუმროებსა და თანამშრომლებს.
6. ნუ წუხხართ საკუთარ პრობლემებზე
- მღელვარება შესაძლოა შევადაროთ სარწეველა სავარძლებს. ის გასაქმებთ, მაგრამ არსად მიჰყავხართ. პირიქით, მღელვარება პრობლემის გადაჭრის შანსებს ამცირებს. ამიტომ არ მიმართოთ ენერგია მღელვარებაზე, გამოიყენეთ ჭკვიანურად და იქონიეთ სიმამაცე, როგორც იქცეოდა 30 წლის ასაკში ჰილტონი.
7. თქვენ შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ ადამიანებით, თუმცა ნუ უყურებთ ადამიანებს ქედმაღლურად
- ეს წესი იმეორებს იმას, რაც უკვე აღნიშნეს არაერთხელ წარმატებულმა ადამიანებმა: მნიშვნელოვანია გყავდეთ კარგი წინამძღვარი და თანასწორად უყუროთ მათ, ვისაც გინდათ წამოდგომაში დაეხმაროთ. ყოველთვის ეცადეთ, ისწავლოთ სხვებისგან, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. ჰილტონი სწორედ ასე ექცეოდა თანამშრომლებს, მუშასაც კი სასტუმროში „მნიშვნელოვან აქტივად“ ან პარტნიორად აღიქვამდა. დიდი დეპრესიის დროს ერთ-ერთ მათგანს 300 ამერიკული დოლარიც ასესხა.
8. არ ჩაეჭიდოთ წარსულს
- ჰილტონს ყოველთვის სჯეროდა, რომ ადამიანმა მომავლისკენ უნდა აიღოს გეზი. ის ცხოვრობდა აწმყოში საკუთარი წესებით, თუმცა წარსულში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი მომავლისკენ სწორი გეზის აღების და Hilton-ის უზარმაზარი იმპერიის აგების.
9. აიღეთ საკუთარ თავზე თქვენი წილი პასუხისმგებლობა
- როგორც ყველა წარმატებულ ადამიანს, კონრადსაც არ სჯეროდა, რომ წარმატებას ვინმე ლანგარზე მიართმევდა. სამაგიეროდ, სჯეროდა თავდაუზოგავი შრომის და თითოეული გამომუშავებული დოლარის. სამწუხაროა, რომ შვილიშვილებიდან არცერთი ითვალისწინებს ბაბუის წესებს.
10. ილოცეთ ყოველთვის რწმენით
- არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიური ხართ თუ არა. კონრადს სჯეროდა თავისი მისიის და ყოველდღე ლოცულობდა. უნდა გქონდეთ წარმატების იმედი და ელოდოთ მას ისევე, როგორც თავდაუზოგავად შრომობთ. ჰილტონი დღეში ორჯერ ლოცულობდა, ხოლო კვირაში ერთხელ ეკლესიაში დადიოდა.
წყარო:cluber