იულიანე კიოპკე 1954 წელს ლიმაში დაიბადა. გოგონას სურდა, მშობლების გზას დადგომოდა და ზოოლოგი გამხდარიყო, 1971 წელს კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო თავგადასავლის მონაწილე გახდა.
აეროპორტი ხორხე ჩავესი (ლიმა, პერუ). 1971
ის თვითმფრინავის ავარიის დროს 3000-მეტრის სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას გადარჩა. მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ამაზონის ჯუნგლები მას 10-დღიან მარტოობას, გამოცდასა და გადარჩენისთვის ბრძოლას უმზადებდა. იულიანე სადღაც ტყეში, ლიმასა და პუკალპას შორის აღმოჩნდა, ძლიერი ტვინის შერყევა მიიღო, მუხლის მყესი გაწყვეტილი ჰქონდა, ლავიწის მოტეხილობა, შეშუპების გამო მხოლოდ
ერთი თვალით ხედავდა ბუნდოვნად. Lockheed L-188 Electra-ს უკანასკნელი ფრენის დროს 92-დან 77 მგზავრი ადგილზე დაიღუპა. 14 ადამიანი გადარჩა, მაგრამ სერიოზული ტრავმების შედეგად ყველა დაიღუპა. მათი ნეშტები 15 კვ კილომეტრის ფართობზე მიმოიფანტა. თვითფრინავის ნამსვრევების ჰაერიდან შენიშვნა ამაზონის ტყეებში ვერ მოხერხდა.
წლის 24 დეკემბერი. მარია და მისი ქალიშვილი იულიანე თვითმფინავში ჩასხდომას ელოდნენ, რომელიც ქალაქ პუკალპაში მიფრინავდა.
"ძალიან კმაყოფილი ვიყავი, გამოსაშვებ კლასს ვამთავრებდი და ახლა უკვე შემეძლო, მამა მომენახულებინა ახალ სამსახურში. ის დამპირდა, რომ ერთად გამოვიკვლევდით ანდების სხვადასხვა მწერებს: 20-სანტიმეტრიან ტარაკნებს, ტროპიკულ ჭიანჭველებს და პეპლების ახალ სახეობებს. მიხაროდა, რომ 3 თვის განმავლობაში მშობლებთან ერთად მომიწევდა ყოფნა ბიოსადგურზე, სადაც მათ კვლევების ახალი პროგრამა მიჰყავდათ ბუნების ისტორიაში, სან მარკოსის დიდ ეროვნულ უნივერსიტეტში."
რეისმა დაიგვიანა, ეს კომპანიისთვის LANSA ჩვეული ამბავი იყო. ცოტა რეისს ასრულებდა, სამიდან 2 თვითმფრინავი დაკარგა, უსაფრთხოების ნორმებს კი გაჭირვებით იცავდა.
"მახსოვს ეფექტური და ძალიან ახლო პეიზაჟი, ღრუბლებს მიღმა ჯუნგლებს ვხედავდი. ტყის უხვი სიმწვანის გამო შეუძლებელი იყო დადგენა, რა სიმაღლეზე მივფრინავთ. ყველაფერი ჰარმონიული და ლამაზი იყო და ჩემი დამდეგი არდადეგების სასიხარულო შეგრძნებებს შეეფერებოდა. დედაჩემს ჩემი ხელი ეჭირა. მასთან და ამ შესანიშნავ ხედებთან ერთად თავს ბედნიერად გვრძნობდი".
ფრენა 50 წუთს უნდა გაგრძელებულიყო და უკვე 30 წუთში ცა ღრუბლებით დაიფარა.
"ღრუბლები ნელ-ნელა ნაცრისფერი ხდებოდა. თვითმფრინავის მოძრაობა საქანელას დაემსგავსა. უაზრმაზარი ქარბუქი დაიწყო, ცა გაშავდა. რაც შეიძლება სწრაფად ლიმაში უნდა დავბრუნებულიყავით, ან კურსი შეგვეცვალა, მაგრამ ვინაიდან შობა დგებოდა, ყველას სურდა, ახლობლებთან მალე აღმოჩენილიყო. ასევე ფიქრობდა პილოტიც და ცდილობდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ეფრინა ამ ქარბუქში და ჭექა-ქუხილში. მაგრამ შეძლებდა კი თვითმფრინავი ამის ატანას? საშინლად ინჯღრეოდა და ნივთები ბარგის თაროებიდან სცვიოდა. დედას ხელი ძლიერ მოვუჭირე. გაგრძელება