ბლოგი

7 რამ, რაც ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში

7 რამ, რაც ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში
მარკ ტვენმა თქვა: "20 წელიწადში იმედგაცრუებული იქნებით იმის გამო, რაც არ გააკეთეთ და არა იმის გამო, რაც გააკეთეთ".
7 რამ, რაც ხელს გიშლით ცხოვრებაში და დროა, გათავისუფლდეთ.

1. სურვილი, ყველას ასიამოვნო

  • ეს ეხება კარიერას, ბიზნესს, ოჯახს, მეგობრებს. გახსოვდეთ, რომ ყველას მოსაწონი ნამდვილად არ იქნებით და მაინც იქნებიან ადამიანები, ვინც თქვენზე ნაწყენი დარჩება. ასე რომ, თუკი ცდილობთ, ყველას მეგობარი იყოთ და ასიამოვნოთ გარშემომყოფები, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ და იქნებით უბედური.

2. ნებართვის აღების მოლოდინი

  • თუკი ელოდებით დალოცვას და ნებართვას
    ვინმესგან, ასე ცხოვრებაში ძალიან ბევრ დროს დაკარგავთ. უმჯობესია, კორექტულად ბოდიში მოიხადოთ და გააკეთოთ ისე, როგორც გეგმავდით. თქვენ უნდა შეგეძლოთ მხოლოდ თქვენი თავის იმედად ყოფნა. გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ. დააფასეთ და აკეთეთ ის, რაც ღიმილს გგვრით. იცხოვრეთ თქვენთვის, მნიშვნელოვანი მხოლოდ თქვენ ხართ!

3. შესაფერისი მომენტის ლოდინი

  • გავა საათები, კვირები, თვეები, წლები და თქვენ უფრო და უფრო მეტი მიზეზი გექნებათ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც თავადვე ინანებთ. ამიტომ შესაფერისი დრო არის ახლა. ბედნიერებას ვერ იპოვი, ბედნიერება უნდა შექმნა.

4. თქვენი თავის სხვებთან შედარება

  • როგორც ზენ შინი იტყოდა: "ყვავილი არ ფიქრობს, სხვა ყვავილებს შეეჯიბროს, რომლებიც მის გვერდით იზრდება. ის უბრალოდ ყვავილობს და იზრდება". რა თქმა უნდა, თქვენი თავის უკეთესი ვერსია უნდა იყოთ ყოველდღე, თუმცა არ უნდა შეეჯიბროთ სხვებს, შეჯიბრება შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ თავთან.

5. თვითგანათლებისადმი სკეპტიკური მიდგომა

  • ჯიმ რონმა როგორც აღნიშნა: "ფორმალური განათლება პურს მოგცემთ, ხოლო თვითგანათლება გაგამდიდრებთ", რაც სრული სიმართლეა. სკოლაში მიზნების დასახვას არ გასწავლიან. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხართ, თვითგანათლება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ ასაკში. როგორც იტყვიან ცოდნა - ძალაა.

6. წარუმატებლობის შიში

  • ბევრს ეშინია წარუმატებლობის იმის გამო, რომ ცუდად მიიჩნევს მას, თუმცა ყველა წარუმატებლობა ახალი გამოცდილების წყაროა, რომელიც გვასწავლის, როგორ გავხდეთ უკეთესი და როგორ ვაკეთოთ უკეთესად. ამიტომ არასოდეს შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია.

7. მედიტაციაზე უარის თქმა

  • ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მედიტაციის დრო არ აქვს, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მედიტაცია ყურადღების გამახვილებასა და მობილიზებას გაიძულებთ, ამცირებს სტრესის დონეს, აფერხებს დაბერების პროცესს, ფიზიკურად აუმჯობესებს ტვინის სტრუქტურას, გაშორებთ დეპრესიას და გეხმარებათ საკუთარი პიროვნების გაუმჯობესებაში.

წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93