მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".
ქალის თეთრეული კარადის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის სტილი მუდმივად იცვლება. 1900-იანი წლებიდან არსებობდა ქალის თეთრეულის სპეციალური სტილები და დღევანდელ დღემდე მან დიდი ევოლუცია განიცადა. მოდით, ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ, რა ცვლილებები განიცადა მან ბოლო საუკუნის მანძილზე.
1. საყვარელი საცვლები კაბის ქვეშ ჩასაცმელად (1910-20 წწ.)
ახლა შეიძლება ასეთი სამოსით ქუჩაშიც გადიან, თუმცა უწინ ისინი კაბის ქვეშ ეცვათ.
2. კომფორტული შორტი (1920-30 წწ.)
მჭიდრო შორტი-საცვალი ან მთლიანი, მასთან ერთად ბიუსტჰალტერი, ქალის ფიგურას უსვამდა ხაზს.
3. გამოყოფილი ბიუსტჰალტერი (1930 წ.)
როგორც ირკვევა, გამოყოფილი, ცალკე ბიუსტჰალტერი 1930 წელს შეიქმნა. სტილისტები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ კორსეტები ძალიან სახიფათო და მოუხერხებელი იყო. ნახეთ სრულად