ისტორიკოსები დღემდე კამათობენ "დიდი საყვარლის", ჯაკომო კაზანოვას პიროვნებაზე: ზოგი ამბობს, რომ მან ქალბატონები დაიპყრო თავისი ქარიზმით; ზოგი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ დიდი ტრაბახა და მატყუარა ვინმე იყო. ჩვენ შევეცდებით, სიმართლე გამოვააშკარაოთ.
ბავშვობაში ჯაკომო თითქმის ვერ ხედავდა მშობლებს. სანამ დედა გასტროლებზე იმყოფებოდა, ბიჭი ბებიამ, მარჩია ბალდისერმა გაზარდა.
ცხრა წლის ასაკში იგი გააგზავნეს აბატ გოცისთან, რომელიც ჯაკომოს მეცნიერებებსა და ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა. ჯაკომო აბატის სახლში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი მემუარების თანახმად, მან 11 წლის ასაკში მიიღო პირველი სასიყვარულო გამოცდილება აბატ ბეთტინას ქალიშვილთან.
”მაშინვე მომეწონა გოგონა, თუმცა კარგად არ მესმოდა, რატომ. სწორედ მან გააღვიძა გულში ამ გრძნობის პირველი ნაპერწკალი, რაც მოგვიანებით გახდა ჩემი მთავარი გატაცება”.
კაზანოვა, როგორც ახლა ამბობენ, ვუნდერკინდი იყო. უკვე 12 წლის ასაკში ჩაირიცხა პადუას უნივერსიტეტში, ხოლო 17 წლისამ დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. ამასთან, იურიდიული ბიზნესისადმი ზიზღის გარდა, მას სხვა არაფერი უგრძნია. მაგრამ უნივერსიტეტში მან იპოვა თავისი მეორე გატაცება - აზარტული თამაშები. კაზანოვამ სწრაფად წააგო და ვალები დაიდო. ბებიამ მას სასტიკად უსაყვედურა თავისი უღირსი საქციელის გამო, როდესაც იგი ვენეციაში დაბრუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, კაზანოვა უკვე დამოკიდებული გახდა აზარტულ თამაშებზე.
ვენეციაში კაზანოვამ მდიდარი მფარველი იპოვა - ასეც იქცეოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს იყო ხანდაზმული სენატორი, რომელიც ასწავლიდა კაზანოვას საზოგადოებაში ქცევას. სენატორი ხშირად მასპინძლობდა ახალგაზრდა მამაკაცს თავის სახლში, მანამ, სანამ არ შეამჩნია, რომ ის ფლირტაობდა მსახიობ ქალთან, რომელიც თავად სენატორს მოსწონდა.
კაზანოვას პირველი სექსუალური გამოცდილება ჰქონდა არა მასთან, არამედ დებთან - ნანეტთან და მარია სავორიანთან - 14 და 16 წლის გოგონებთან, კეთილშობილი ოჯახიდან.
საეკლესიო იურისტის კარიერა კარგად არ წარიმართა. კარდინალებთან რამდენიმე სკანდალის შემდეგ კაზანოვა გაათავისუფლეს მისმა დამსაქმებლებმა და ურჩიეს სხვა საქმიანობის ძებნა. ის ჯარისკაცი გახდა.
”მივხვდი, რომ ახლა საეჭვოა წარმატება მიმეღო ეკლესიის სფეროში. გადავწყვიტე მომერგო ჯარისკაცის ტანსაცმელი... კარგი მკერავი მოვძებნე... მან მომიტანა ყველაფერი, რამაც მარსის მიმდევარი გამხადა... ჩემი ფორმა თეთრი იყო, ლურჯი წინა ნაწილით და ვერცხლისა და ოქროსფერი სამხრეებით... მე შევიძინე გრძელი ხმალი და ელეგანტური ხელჯოხი. ელეგანტური ქუდი, შავი კოკარდით, ბაკენბარდებითა და შინიონით. მთელი ქალაქისთვის შთაბეჭდილების მოსახდენად მოვემზადე ".
მაგრამ აქაც კაზანოვა უკმაყოფილო იყო: დაწინაურება ძალიან გაჭინაურდა და პასუხისმგებლობაც საკმაოდ ბევრი იყო. ჯაკომო მიზნად ისახავდა გამდიდრებას და გახდა პროფესიონალი მოთამაშე. ისევ მარცხი! მან თითქმის მაშინვე დაკარგა მთელი ფული.
ბოლოს ჯაკომომ გადაწყვიტა, მშობლების კვალს მიჰყოლოდა და მევიოლინე გამხდარიყო. მან გაიხსენა: „ჩემი საქმე კეთილშობილური არ იყო, მაგრამ არ მაინტერესებდა. ყველაფერს ცრურწმენას ვუწოდებ. მალევე შევიძინე ჩემი დეგრადირებული თანამოაზრე მუსიკოსების ყველა ჩვევა”. კაზანოვა და მისი კოლეგები "ხშირად ატარებდნენ ღამეებს, ჩხუბობდნენ ქალაქის სხვადასხვა უბანში, იგონებდნენ ყველაზე სკანდალურ ბრალდებებს და ასრულებდნენ მათ... გართობა, კერძო სახლებზე გონდოლების მოხსნა, რომლებიც შემდეგ დინებამ გაიტაცა".
კაზანოვას მთელი ცხოვრება შედგებოდა აღმავლობისა და დაღმავლობისგან. მან ვერ შექმნა კარიერა, მაგრამ - რა იღბალია! - გაუმართლა ახალ პარტნიორებთან. ეს იყო სენატორი ჯოვანი დი მატეო ბრაგადინი, რომელიც არა მხოლოდ ჯაკომოს მფარველი გახდა, არამედ ის იშვილა. ფაქტია, რომ კაზანოვამ, უბრალო შემთხვევით, გადაარჩინა სენატორის სიცოცხლე გონდოლაში ყოფნისას, როდესაც მას ჰქონდა შეტევა. სენატორმა გადაწყვიტა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა აეყვანა თავისი მფარველობის ქვეშ და გაეზიარებინა ის ოკულტური ცოდნა, რომელსაც თვითონ ფლობდა - ბრაგადინი კაბალისტი იყო.
რამდენიმე წლის განმავლობაში კაზანოვა გრანდიოზულ პირობებში ცხოვრობდა: მან მდიდრულად ჩაიცვა, ქალებთანაც იწვა და საკუთარ თავს არაფერს აკლებდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მან არ განიცადა ხელისუფლების რისხვა.
ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო ქურდობაში, უღმერთობასა და ჯადოქრობაში. კაზანოვას მოუწია სწრაფად გაქცევა ვენეციიდან პადუაში.
სადაც მან თავისი ცხოვრების ალბათ ყველაზე დიდი სიყვარული გაიცნო - მას ჰენრიეტას ეძახდა. მისი თქმით, ”ისინი, ვისაც სჯერა, რომ ქალი ვერ შეძლებს მამაკაცის გაბედნიერებას დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში, არ იცნობენ ჰენრიეტას.“
1755 წლის 26 ივლისს (ოცდაათი წლის ასაკში) კაზანოვა დააპატიმრეს: ”ტრიბუნალმა, რომელმაც შეიტყო ჯ. კაზანოვას მიერ წმინდა სარწმუნოების წინააღმდეგ საჯაროდ ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ, გადაწყვიტა დაეპატიმრებინა და პიომბიში (”ტყვიის ციხე”) ჩასვა. კაზანოვას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო: Casanova–ს პოლიციის დოსიე ყოველდღე იზრდებოდა. და ეს არ ეხება მხოლოდ მის გარყვნილ მოქმედებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებს. დროდადრო კაზანოვა მონაწილეობდა საიდუმლო საზოგადოებებში და საეჭვო ურთიერთობებში იმყოფებოდა: ის ასევე ესტუმრა მასონურ ლოჟას და შეუერთდა ვარდისა და ჯვრის ორდენს. იგი შორს არ იმყოფებოდა კაბალასგან, რომელსაც ასწავლა მისმა მშვილებელმა (თუმცა ის ინკვიზიტორი იყო)...
კაზანოვა საშინელ პირობებში, მარტო ჩასვეს საკანში, მაგრამ მშვილებელმა შვილი არ დატოვა და უფრო კომფორტულ საკანში გადააყვანინა. მას თბილი საბნები და ფული მისცეს, რათა წიგნების შეკვეთა შეძლებოდა თავისთვის. კაზანოვას ხუთი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მან ციხიდან გაქცევა მოახერხა.
კაზანოვა პარიზში გაიქცა, სადაც მან კვლავ არაფერი გააკეთა. ალბათ, მისი კარიერის პიკი იყო აბრეშუმის მანუფაქტურის დაარსება. შემდეგ კი ავანტიურისტი, რომელიც არავის სჭირდებოდა, ყველას ერთბაშად დასჭირდა. საფრანგეთის მთავრობა მას ტიტულსა და პენსიასაც კი ჰპირდებოდა, თუ საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა და ფინანსთა სამინისტროში იმუშავებდა, მაგრამ კაზანოვამ წინადადება არ დააკმაყოფილა. ის ცუდად აწარმოებდა ბიზნესს, ვალებში ჩავარდა.
წარუმატებლობით სავსე ცხოვრებით დაღლილმა კაზანოვამ 35 წლის ასაკში სერიოზულად გადაწყვიტა, ბერი გამხდარიყო. მაგრამ კარგი ფიქრები სწრაფად გაქრა, სასტუმროში დაბრუნებისთანავე, რადგან იქ მას ელოდა ახალი გოგონა, რომელიც მზად იყო მის მკლავებში აღმოჩენილიყო.
ინგლისში გადასვლის შემდეგ კაზანოვა მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ის ინგლისურს არ ფლობდა. მას სურდა ქალების პოვნა სექსისთვის. გაზეთში განათავსა რეკლამა, რომ "წესიერი კაცი" ქირაობდა ბინას. გამოჰკითხა ბევრი ახალგაზრდა ქალი მანამ, სანამ არ დაუკავშირდა "ქალბატონ პოლს", რომელმაც ის მოაწყო. მალე კაზანოვა დასახლდა ახალ ბინაში და შეაცდინა დიასახლისი. ცხოვრებაში პირველად იგი დაავადდა ვენერიული დაავადებით.
ევროპის ქალაქებს შორის დაკარგული, საბოლოოდ ყველამ უარყო. კაზანოვა დასახლდა ბოჰემიაში (ჩეხეთი), სადაც იგი გრაფის ბიბლიოთეკის მეთვალყურე გახდა. კაზანოვასთვის ეს წლები ცუდი და მოსაწყენი იყო, მაგრამ მაინც ყველაზე ნაყოფიერი იყო მის შემოქმედებაში. მისი ერთადერთი მეგობარი იყო მისის ფოქსიერი. კაზანოვა გარდაიცვალა 73 წლის ასაკში, მარტო. მისი ბოლო სიტყვებია: "მე ვცხოვრობდი, როგორც ფილოსოფოსი და ვკვდები ქრისტიანად".
კაზანოვა დიდებული საყვარელი იყო? კაზანოვას საყვარლების სია საკმაოდ მოკრძალებული იყო: 39 წლის განმავლობაში 122 ქალი, ანუ წელიწადში დაახლოებით სამი ქალი ჰყავდა. ასე რომ, თავად განსაჯეთ...
წყარო: cosmopolitan