თუ 90-იან წლებს მოესწარით, ალბათ დღემდე გახსოვთ იმ პერიოდის საღეჭი რეზინების გემო. ყავის, პიტნის, მარწყვის, „დონალდი“, „ტურბო“... ამ საღეჭ რეზინებს ჩვენი ბავშვობის გემო ჰქონდა...
დასავლეთში პოპულარობის გამო, საღეჭი რეზინი სსრკ-ში ბურჟუაზიული დაშლის სიმბოლოდ ითვლებოდა. პარტიის ხელმძღვანელობის აზრით, იგი არ ჯდებოდა ახალგაზრდა კომუნისტის იმიჯში. მასწავლებლები მოსწავლეებს უყვებოდნენ, რომ საღეჭი რეზინი საზიანოა კუჭისთვის, ხელს უწყობს მორალურ დეგრადაციას. ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის საღეჭი რეზინი ნამდვილი კულტის საგანი იყო. გემრიელი არომატის გარდა, შიგნით იყო პატარა სურათები, კომიქსების გმირების, ფეხბურთელების და ძვირფასი ავტომობილების გამოსახულებით.
საღეჭი რეზინების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია Wrigley-ს იყო. მართკუთხა შეფუთვაში იყო ხუთი ფირფიტა, რომელიც ფოლგაში იყო გახვეული. საღეჭი რეზინის ასორტიმენტში შედიოდა 5 სახეობა: "პიტნა", "ფორთოხალი", "მარწყვი", "ჟოლო" და "ყავის არომატი".
საბჭოთა საღეჭი რეზინის ხარისხი ბევრად უარესი იყო, ვიდრე Wrigley. ის სწრაფად კარგავდა გემოს, გაჭირვებით იღეჭებოდა და ბუშტუკები პრაქტიკულად არ იბერებოდა, მაგრამ ბავშვებისთვის ეს მაინც ჯადოსნური რამ იყო. ის სულაც არ იყო იაფი (50 კაპიკი ერთი შეკვრა).
„დონალდის“ საღეჭი რეზინი კი 1 მანეთი ღირდა! 90-იან წლებში საღეჭი რეზინის ახალი კომპანია Kent Gida გამოჩნდა.
დღეისათვის, ბაზარზე უამრავი საღეჭი რეზინი არსებობს. ნებისმიერი გემოს, ფერისა და ფასის, მაგრამ როდესაც ამ უბრალო საღეჭი რეზინების ფოტოებს ხედავ, გონების თვალით წარსულში იწყებ მოგზაურობას და პირში ყავის საღეჭი რეზინის გემოს შეიგრძნობ, მონაცრისფრო თხელი მართკუთხა ფირფიტის, რომელსაც რამდენიმე ნაწილად ჰყოფდი, რომ სიამოვნება გაგეხანგრძლივებინა.