ბლოგი

"46 წლის წინ პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, ახლა ისიც მარტოა და მეც, მაგრამ ცოლობაზე უარს მეუბნება - დავბერდითო" - სიყვარულის ნამდვილი ისტორია

"46 წლის წინ  პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, ახლა ისიც მარტოა და მეც, მაგრამ ცოლობაზე უარს მეუბნება - დავბერდითო" - სიყვარულის ნამდვილი ისტორია

59 წლის ვხდები. შეიძლება თქვათ, ამ ხნის კაცი რამ გააგიჟაო, მაგრამ არ დაიტია გულმა... მეორეც - იქნებ სხვებისთვის სამაგალითო გახდეს ჩემი ცხოვრება. არა ვარ უჭკუო კაცი...

უმაღლესი განათლებით გახლავართ და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია. 46 წლის წინ, 18 ივნისს, ერთი ლამაზი, პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, იმერეთის ერთ პატარა სოფელში (ეს სოფელი ჩემი დედულეთია, მე თბილისელი ვარ). ვიღაცას შეიძლება, წარმოუდგენლად მიაჩნდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება და დღესაც, ისევ ის მიყვარს. 5 წლის შეყვარებულობის შემდეგ, დიდი სისულელე

და სიბრიყვე ჩავიდინე. თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოროტმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა - ცოლად მოვიყვანე ის, ვინც არ მიყვარდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. ის ჩემი ცოდვით სავსე, 10 წელი მელოდა და ბოლოს გათხოვდა. ვერ მივედი, რადგან მისასვლელი პირი არ მქონდა. ან რით უნდა მემართლებინა თავი? მეგონა, დავივიწყებდი და ისიც დამივიწყებდა. ტყუილი აღმოჩნდა! ასე ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. ახლა მეც შვილები და შვილიშვილები მყავს და - მასაც. ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს. ის დაქვრივდა... მე მივხვდი, რომ უსიყვარულოდ ცხოვრება არარაობაა და გავეყარე ცოლს. ეს დიდი ხნის წინ მოხდა და მარტო დავრჩი. ჩვენი სიყვარული არის სუფთა, წმინდა, ვით ანკარა მთის წყარო - შეუბღალავი და შეულახავი. ვმეგობრობთ. ასე ვთქვათ, პლატონური სიყვარული გვაქვს. მისი გულისთვის შემიძლია, სიცოცხლეც კი გავწირო. მან ყველაფერი მაპატია, მიუხედავად იმისა, რომ ვუღალატე და სული დავუმახინჯე. ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ, შეცდომა დავუშვი და დავისაჯე. მეც დავისაჯე და ახლა, მასაც ვსჯი. სული ავუფორიაქე. ალბათ აქსიომაა და მტკიცება არ სჭირდება, როგორ მიყვარს ეს ქალი. ისიც მარტოა და მეც, ცოლობაზე კი უარს მეუბნება - დავბერდითო. ამას იმიტომ გწერთ, რომ სხვამ აღარ დაუშვას ასეთი შეცდომა და სული არავის დაუმახინჯოს. მირჩიეთ, რა ვქნა, დარჩენილი ცხოვრება მინდა მასთან გავატარო და ცოდვაც მოვინანიო. ცხოვრებამ სად არ მატარა, მაგრამ მის გარდა ვერავინ შევიყვარე. დაბეჭდავთ თუ არა, ეგ თქვენ იცით, მე ჩემი ამოვთქვი. ვკითხულობ ამ "გზავნილებს": ფრთხილად, შვილებო, ერთმანეთს სული არ დაუმახინჯოთ. ამ სამყაროში მთლად კარგად არაა საქმე, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი, იქნებ ბოლოს და ბოლოს, ბოროტსა სძლიოს კეთილმან. ღრმა პატივისცემით... გმადლობ, ყურადღებისთვის.

წყარო: ჟურნალი "გზა"

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ნათია
გვიანია , რას იზავ? ბედი ასეთი გქონიათ, დასანანია, მაგრამ თქვენი გზა თქვენ აირჩიეთ.იყოს ისე როგორც არის.
17:59 / 25-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინი
არა ამ ქალის ადგილას მეც ასე ვიზავდი, იმიტომ არა რო არმეყვარევოდა იმ ქალსაც უყვარს დარწმუნებული ვარ მაგრამ მამაკაცი ან ქალი რომელიც ასე ერთი ხელის მოსმით მიგატოვებს და სიბერეში ...არა არა არა რადგან ერთხელ უკვე მიმატოვა არასოდეს არა.
00:45 / 25-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93