- ტრადიციად გვაქვს, დედმამიშვილები ოჯახებით ვიკრიბებით და სოფელში ერთად ვხვდებით ახალ წელს, ჩვენთვის ეს დღესასწაული წარმოუდგენელია - ბუხარში შეშის ტკაცუნის, ხრაშუნა თოვლისა და პაპას სახელდახელოდ, ახალი წლისათვის დამზადებული სასმლის, „საშობაოს“ გარეშე.
დღესასწაული ერთად შეკრების წამებიდან იწყება, ამიტომ ტრადიციას არასდროს ვარღვევთ.
წელსაც ერთი კვირით ადრე ავიბარგეთ წვრილშვილით. გზად, ჩვენს სოფლამდე, ერთ-ერთი რაიონის გავლა გვიწევს, სადაც მანქანა
- წაიღეთ, მარიამ დეიდა, ამას ვალების რვეულში არ ჩაგიწერთ საახალწლო საჩუქარი იქნება. - გამყიდველის ხმა მომესმა და ფანჯარასთან შევნიშნე ორი პურით ხელში თეთრთმიანი, კაფანდარა მოხუცი.
- გაიხარე, შვილო, ღმერთმა დალოცოს შენისთანა ადამიანები, ხომ იცი, ქალაქიდან გამომიგზავნიან ჩემები.
- აპირებენ ჩამოსვლას?
იხილეთ სრულად