ბლოგი

"ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი" - რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ?

"ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი" - რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ?
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.

"ქალბატონებო, როგორ განებივრებენ მეუღლეები? ( საწოლში მოაქვთ თქვენთვის ყავა, დადიან თქვენთან ერთად სასეირნოდ, გეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე, გჩუქნიან საჩუქრებს და ა.შ.)"


აი, რამდენიმე პასუხი:
  • "ჩემი მეუღლეა ზუსტად ასეთი, უზომოდ რომანტიკოსია და სულ მანებივრებს, ხშირად დავდივართ: კინოში, პიცერიაში, სასეირნოდ, დასასვენებლად, ხშირად მანებივრებს ყვავილებით და
    საჩუქრებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველა შეხვედრაზე დიდი თაიგული და საჩუქრები მოჰქონდა“.
  • "რატომ გიკვირთ, ქართველი ვერ იქნება რომანტიკოსი? ჩემი მეუღლეც ძალიან მოსიყვარულე და რომანტიკოსია. უბრალოდ, დრო არ აქვს სადმე ვიაროთ, თუ კი ვახერხებთ, ყველგან მივყავარ“.
  • "მართალია, ყველა თავისებურად გამოხატავს. საჩუქარზე მეტად მისი თბილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა მახარებს და მაბედნიერებს".
  • "4 სული რომ მის კისერზე ვართ, საჩუქარი არ არის? 3 შვილი რომ მყავს, ჩემთვის ისიც საჩუქარია... რომ გვაცვია, არ გვშია და არ გვცივა, ეგეც საჩუქარია... სიყვარულით სავსე თვალებით რომ შემომხედავს... აღარც ყვავილია საჭირო... ყოველთვის რომ ცდილობს, გული არაფერზე მატკინოს, ეგეც საჩუქარია და 3 შვილს რომ იტოვებს და მეგობრებთან ერთად გასართობად მიშვებს, ეგეც საჩუქარია..."
  • "ისე,რომ დავფიქრდი, ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, ორსულობის გადამკიდე უჟმური ცოლი გავხდი და
    ყველაფერზე უარს ვეუბნები. დავფიქრდი და ახლა მეტირება“.
  • "ხშირად ვერა, მაგრამ როცა შეუძლია, დილით ყავაც მოაქვს საწოლში და ვახშამზეც მეპატიჟება. სასეირნოდ ჩვენს შვილებთან ერთად დავდივართ და ძალიან მიკვირს, რომ კითხულობენ - ასეთი ქართველი კაცი არსებობს?“
  • "ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი. მე ასე მიმაჩნია“.
  • "ქართველი კაცი თუ ცოლს ყავას მიართმევს საწოლში, იმას ქართველობა და კაცობა ჩამორთმეული აქვს, თუ როგორაა საქმე?“
  • "ერთხელ მოვამზადეებინეე ყავა, ბევრი ვედრების შემდეგ და რომ მომიტანა ყავა ცხიმიანი იყო. ვკითხე რა სჭირს-თქო, კარტოფილს ვჭამდი და ჩამივარდააო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი თხოვნა“.
  • "აი, მომკალი და ვერ ვიტან ისეთ კაცებს, სულ რომ ცოლის სიამოვნებაზე ფიქრობენ. ჩემმა ქმარმა რომ სხვების თვალწინ შემაქოს ან მომეფეროს, შეიძლება ეგრევე გული ამიცრუვდეს, ოღონდ მართლა!!! ეტყობა მე ვარ ისეთი ტიპი, რომ არ მომწონს ზედმეტი რომანტიკა და ვერასდროს ავიტან კაცს, რომელიც ყველაფერში დამეთანხმება და თავს შემომევლება... თუმცა მნიშვნელოვანი თარიღები კი ახსოვს და იცის, რომ ყვავილებზე მეტად ბოტასები ან რამე ჩასაცმელი გამიხარდება და ეგეთ რამეებს უფრო ყიდულობს და კიდევ, მას შემდეგ, რაც მეორე ბავშვი გვეყოლა, შუაღამე არ ეზარება ადგომა და საჭმლის მომზადება. ეგ უფრო ნებივრობაა ჩემთვის, ვიდრე სხვა რამეები ამ ეტაპზე".

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93