ბლოგი

"არ გაეკიდოთ მატარებელს და მამაკაცს" - რატომ არ მისდევენ იტალიელი ქალები მამაკაცებს

"არ გაეკიდოთ მატარებელს და მამაკაცს" - რატომ არ მისდევენ იტალიელი ქალები მამაკაცებს
ამბობენ, რომ იტალიაში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი არასდროს იწყენენ სისულელეებზე, არ აქცევენ უმნიშვნელო დეტალებს ყურადღებას. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ერთმანეთისადმი კარგ დამოკიდებულებას. საბოლოოდ, ნაკლებად განიცდიან რაღაცებს, ურთიერთობების მიუხედავად.
როგორ უნდა მოიქცეს სინამდვილეში ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში, იტალიელების აზრით.
Women GIF - Find on GIFER

როგორ უნდა მოიქცეს ქალი

  • იტალიელი მამაკაცები პასუხობენ ხუმრობით: "ყველაფერი ღმერთის შექმნილია, ქალის გარდა". ასევე იტალიელი მამაკაცისგან გაიგებთ გამონათქვამს: "არსებობს ორი მეთოდი ქალთან საკამათოდ, მაგრამ არცერთი არ ამართლებს". საქმე იმაშია, რომ ადგილობრივ მამაკაცებს გულთან ახლოს არ მიაქვთ ქალების ნათქვამი.
    მათ უბრალოდ მიაჩნიათ, რომ ქალები ხშირად არალოგიკურად მოქმედებენ. შესაბამისად, კონფლიქტებს ამ მიდგომით თავიდან ირიდებენ. კაცები ქალის ხასიათს ამინდს ადარებენ: დღეს მზე ანათებს, ხვალ ქარიშხალი ამოვარდება. ამიტომ ქარიშხალთან არ ღირს ბრძოლა, უბრალოდ უნდა გადაიტანოთ.
  • იტალიელი ქალებიც არ განიცდიან ურთიერთობებს, ცხოვრობენ მსუბუქად და სჯერათ მარტივი სიმართლის: "ის, რაც ბედისწერით გეკუთვნის, ვერავინ წაგართმევს". არ ნერვიულობენ, თუკი 27 წლის ასაკში არ არიან დაოჯახებულნი, არ მისდევენ ყოველ შემხვედრ მამაკაცს. ბარიერს ასაკში საერთოდ ვერ გრძნობენ. ისინი თავს უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად გრძნობენ. მიიჩნევენ, რომ სასურველი მამაკაცი ჰორიზონტზე თავის დროზე გამოჩნდება.

Greta Gerwig Movie GIF by LittleWomen - Find & Share on GIPHY

არ განიცდიან მარტოობას

  • მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა: "სამოთხეშიც არავის სურს მარტო ყოფნა", იტალიელი ქალი არ განიცდის მარტოობას. მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია მარტო იყვნენ, ვიდრე უღირსი მამაკაცის გვერდით. არ ღირს რაშზე ამხედრებული პრინცის ლოდინი, იდეალური რჩეული არ არსებობს. უმჯობესია დააფასოთ მამაკაცი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდათ და მისცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი გრძნობები და თვისებები. ქალი უნდა ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს და არ დარჩეს მამაკაცის იმედად. ასე უფრო მარტივად შეძლებს ტოქსიკური ურთიერთობებიდან წასვლას.

Emma Watson as Meg in Little Women (2019) : I like girls and iced coffee |  Emma watson, Women, Female actresses

იტალიელები წარუმატებლობაზე

  • იტალიელები წარუმატებლობას ოპტიმიზმით ხვდებიან. "ცხოვრება საახალწლო ნაძის ხეს ჰგავს, აუცილებლად გამოჩნდება ის, ვისაც მოუნდება სათამაშოების გატეხვა". ღირებულ სიბრძნეებს იტალიელი ქალები უფროსი თაობიდან უმცროსებს გადასცემენ, ბებიები - შვილიშვილებს, დედები - თავიანთ ქალიშვილებს. "არასოდეს გაეკიდო მატარებელს და მამაკაცს" - ეს გამოთქმა თაობიდან თაობაზე გადადის, ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველამ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. იყავი ბედნიერი, მომთმენი და მშვიდი და არასდროს დარჩები მარტო.

Women Gifs Tumblr posts - Tumbral.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93