ბლოგი

ასწავლეთ თქვენს შვილებს ბედნიერება, არა სიტყვებით - არამედ თქვენი მაგალითით

ასწავლეთ თქვენს შვილებს ბედნიერება, არა სიტყვებით - არამედ თქვენი მაგალითით

ასწავლეთ ბავშვებს, რომ იყვნენ ბედნიერები. ასწავლეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თქვენი მაგალითით.

ასწავლეთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ ბედნიერებისთვის სხვა ადამიანი, ადგილი ან მატერიალური ნივთი. სინამდვილეში ბედნიერება საკუთარ თავშია. ასწავლეთ მას თვითკმარობა.

ასწავლეთ მათ, რომ წარუმატებლობა მხოლოდ ფიქციაა, ყოველი მცდელობა კი წარმატებაა. რომ ყველა მიღწევას მივყავართ გამარჯვებისკენ და პირველი გამარჯვება არანაკლებ საპატიოა, როგორც ბოლო.

ასწავლეთ, ისინი თანასწორნი არიან და ღმერთს

არასოდეს დაშორებულან.

ასწავლეთ შვილებს, რომ რაც სურთ, ყველა სურვილს აისრულებენ, რომ მიუღწეველი ოცნება არ არსებობს.

მათ არ სჭირდებათ კონკურენციის გაწევა ვინმესთან, რადგან ღვთის კურთხევა ყველაზე ერთნაირად არის.

ისინი არ უნდა შეშინდნენ საკუთარი სიმართლის გამო. მათ არ სჭირდებათ, რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ ღვთის თვალში.

ასწავლეთ, რომ ამ სამყაროში სიკვდილი არ არსებობს, რომ ღმერთი არასოდეს არავის გმობს.

არ არსებობს პირობები სიყვარულისთვის, უპირობოდ გაცემული სიყვარული კი უდიდესი საჩუქარია, რომელიც სამყაროს ამოძრავებს.

ასწავლეთ თქვენს შვილებს არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით. არა დისკუსიით, არამედ დემონსტრაციით. რასაც ახლა აკეთებთ, იმავეს გააკეთებს თქვენი შვილიც. როგორც ცხოვრობთ თქვენ, ისე იცხოვრებს ისიც.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93