ბლოგი

"უკვე 30 წლის ვარ და ისევ მარტოხელა..." - ახალგაზრდა ქალის ანონიმური წერილი

"უკვე 30 წლის ვარ და ისევ მარტოხელა..." - ახალგაზრდა ქალის ანონიმური წერილი
ახალგაზრდა ქალი საკუთარ ცხოვრებაზე ანონიმურ წერილს ინტერნეტში აქვეყნებს და საკუთარ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, შვილების ყოლა სურს, თუმცა პარტნიორი არ ჰყავს.

"მე ვარ 30 წლის. არ მყავს შვილები, ქმარი და არც შეყვარებული. მეშინია, რომ ვერასოდეს გავაჩენ ბავშვს. არ ვგულისხმობ იმას, რომ დრო არ მექნება ამისთვის. უბრალოდ, ვისგან გავაჩინო? მსურდა 37 წლის ასაკში უკვე ორი შვილი მყოლოდა... რატომ ვერ შევხვდი ჩემს მამაკაცს?

ზოგიერთი ჩემი ასაკის ქალი რამდენჯერმე იღებს შეთავაზებას ქორწინების შესახებ. ჩემს მეგობრებს შეყვარებული, ქმარი და
შვილებიც კი ჰყავთ.

ხანდახან ძალიან მეშინია, რომ მარტო არ დავბერდე. მინდა, რომ გვერდით მყავდეს ის ადამიანი, ვინც მეყვარება და ვისი იმედიც ყველაფერში მექნება. რატომ უნდა იყოს ეს ასეთი რთული?

ამას წინათ შევხვდი 45 წლის ქალებს, რომლებსაც უკვე შვილის გაჩენა აღარ შეუძლიათ. ამიტომ მინდა ამ პრობლემას მალევე მივხედო, თუმცა არ ვიცი, როგორ. მირჩიეთ რამე...", - ნათქვამია წერილში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93