მიყვარს, როდესაც საკუთარ თავს სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვაყენებ. მაგალითად, წინა თვეში, როგორც იქნა, შევძელი და რომელიღაცა სამშაბათიდან დიეტა დავიწყე. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენი ორშაბათიდან ვაპირებდი დიეტის დაწყებას. ყოველ ჯერზე ხელს რაღაც მიშლიდა. როგორც ჩანს, ტყუილად არ იქცა ხუმრობად ფრაზა: - „ორშაბათიდან დიეტას ვიწყებო“, აშკარად თარსი დღეა და თუ თქვენც ბევრჯერ დააპირეთ, დიეტა ორშაბათიდან დაგეწყოთ, მაგრამ ვერ შეძელით, გირჩევთ, უბრალოდ დიეტის დაწყების დღე შეცვალოთ.
მაგრამ ეს ბლოგი დიეტაზე არ არის! ამჯერად სხვა გამოწვევაზე მინდა გიამბოთ, რომელიც (დიეტის შემდეგ) დავისახე მიზნად. ონლაინბანკში შესვლისას, თვალში გასული თვის დახარჯული თანხის მაჩვენებელი მომხვდა და ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა: - რაში დავხარჯე ამდენი ფული? კომუნალური გადასახადების გარდა, ძირითადი ხარჯი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებსა და საჭმელზე მქონდა. უცბად დავფიქრდი, არანაირი გართობა, თავის მოვლის პროცედურები და სხვა სასიამოვნო აქტივობა არ განმიხორციელებია გასულ თვეში და მაინც, მთელი ხელფასი დავხარჯე. თანაც, დიეტაზე მყოფმა. ამას ისიც დაემთხვა, რომ ჩემმა მეგობარმა ვიღაც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ეს კაცი ძალიან ჭკვიანურ რჩევებს იძლეოდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაზოგო თანხა ისე, რომ არ დაისტრესო და მნიშვნელოვანი არაფერი მოიკლო. საუბრობდა იმაზე, რომ დაზოგვა არ არის კავშირში ეკონომიკურ გაჭირვებასთან. ეს ჭკვიანი ადამიანების გაცნობიერებული არჩევანია და დაზოგილი ფული იგივე გამომუშავებული ფულია, რომელსაც ისევ საკუთარ თავს, გაცილებით კარგ რაღაცებში მოახმარ. მოკლედ რომ ვთქვა, - დაზოგვა ჭკვიანურია!
ამერიკელი სპიკერის სამოტივაციო ვიდეოს ბოლომდე ვუყურე და ახალი გამოწვევის იდეაც თავისით გაჩნდა: გადავწყვიტე, მისი რჩევების გათვალისწინებით, მომდევნო თვის დანახარჯი 20%-ით შემემცირებინა. ჩემს გადაწყვეტილებას თანამშრომლები სკეპტიკურად შეხვდნენ. ერთი მეხუმრა კიდეც, თუ მთელი თვის მანძილზე სამსახურიდან სახლში მისული დივანზე დაწვები და არაფერს გააკეთებ, ხელფასი ერთი თვე შეიძლება გეყოსო. მეორემ კი სანაძლეო დამიდო, 20%-ს კი არა, ხუთსაც ვერ დაზოგავო.
ჰოდა, მთელი შემართებით შევუდექი ჩემი ჭკვიანური გეგმის განხორციელებას. პირველ რიგში, ჩამოვწერე იმ აუცილებელი პროდუქტების სია, რაც აუცილებლად დამჭირდებოდა ამ ერთი თვის მანძილზე: შამპუნი, ფხვნილი, ტუალეტის ქაღალდი და სხვა უინტერესო აუცილებლობები. შემდეგ პროდუქტებისთვის „სწორი ადგილი“ შევარჩიე. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ როგორც კი შევწყვიტე საყიდლებზე სიარული ჰიპერმარკეტში და გადავწყვიტე ეკონომ-კლასის სახლთან ახლოს მაღაზიაზე გადასვლა, ხარჯი საგრძნობლად შემცირდა. რაც უფრო ბევრ პროდუქციას ვხედავ დახლებზე, მით უფრო იზრდება ცდუნება, ხელს გავაყოლო ისეთი რამ, რაც შეიძლება საერთოდ არ მჭირდებოდეს. ძალიან ბევრჯერ მიყიდია ისეთი რაღაც, რაც ვერ გამომიყენებია ან სულაც არ იყო მისი შეძენა აუცილებელი. მხოლოდ სალაროსთან მისულს აღმომიჩენია, რომ ხელფასის ნახევარი გაუაზრებლად დავხარჯე. ამას დაუმატეთ მანქანის საწვავისა და პარკინგის ფული და საცობებში დაკარგული დრო...
პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივად, ჩემგან ორ 2 ნაბიჯში ვიპოვე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). „2 ნაბიჯში“, სხვა მარკეტებთან შედარებით, ბევრად დაბალი ფასებია. პროდუქტზე საშუალოდ 50-80 თეთრს ვზოგავდი, რაც საერთო ჯამში საკმაოდ დიდი თანხა გამოვიდა. ასევე, სარგებლობა დავიწყე აქციებით. „2 ნაბიჯში“ ძალიან ხშირადაა ფასდაკლებები. აქციების დროს აუცილებლად ვყიდულობდი ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვიყენებდი და რომლებიც შედარებით ძვირად ღირებულია. მაგალითად, კარაქი, რძის პროდუქტები და ხორცპროდუქტები. ასევე, მნიშვნელოვნად შევამცირე სიგარეტის მოწევა და მომავალი თვის ახალი გამოწვევაც დავისახე მიზნად. შემდეგი თვიდან საერთოდ შევწყვეტ მოწევას!
თვის ბოლოს, ჩემმა შედეგებმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. დანახარჯი 23%-ით შემცირდა. სანაძლეოც მოვიგე და დაზოგილი თანხით ეს ხუთი რამ გავაკეთე:
1. წავედი სალონში
არაფერი ისე არ ახალისებს ადამიანს, როგორც ახალი იმიჯი და შეცვლილი ვარცხნილობა. გაზაფხული ხომ ცვლილებებისთვის შესანიშნავი დროა?2. რამდენიმე მეგობარი ბოულინგზე დავპატიჟე
განტვირთვა ყველას სჭირდება! ბოულინგი კი შესანიშნავი საშუალებაა, ცოტა ხნით გაეთიშო რუტინას და გახალისდე.
3. ვიყიდე ახალი ჩანთა
არც აქ დამვიწყებია ეკონომისტის რჩევები და ფასდაკლებით ვისარგებლე.4. კვირა დღე ღია აუზზე გავატარე
დაზოგვის საიტებზე უამრავ შეთავაზებას იპოვით და ძალიან კარგ ფასად შეძლებთ ფასდაკლების ვაუჩერის შეძენას.
5. დიდი ხნის უნახავი მეგობარი კაფეში დავპატიჟე
ჩემი დიეტის დარღვევა მარწყვის ჩიზქეიქისთვის და გემრიელი ცივი ყავისთვის ნამდვილად ღირდა!
აი, ასეთი სასიამოვნო წუთები ვაჩუქე საკუთარ თავს დაზოგილი თანხით. თანამედროვე ადამიანები არ უნდა ხარჯავდნენ დიდ დროს ყოველდღიურ პროდუქტებზე ფასების შედარებაში, როცა შენგან ორ ნაბიჯში, ყოველთვის საუკეთესო ფასებია. თქვენც დააყენეთ თქვენი თავი ახალი გამოწვევების წინაშე. მიუდექით ამას, როგორც საინტერესო მოუცემულობას, რომლის შედეგებიც აუცილებლად სასიამოვნო აღმოჩნდება თქვენთვისაც და თქვენი ოჯახისთვისაც.
ან ერთი თვის მანძილზე სამსახურიდან მისული დაწექით დივანზე და არაფერი აკეთოთ!