ყველა ქვეყანაში უამრავი ლამაზი ქალია. ხშირად ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, თუმცა თანაბრად იმსახურებენ პატივისცემასა და ინტერესს. ისრაელში მცხოვრები ქალების დღის რუტინა და ცხოვრების წესი განსაკუთრებულია და ბევრ ადამიანში იწვევს გაოცებას. აი მიზეზებიც:
1. ქალები ჯარში
ისრაელში ყველა მოქალაქეს მოეთხოვება სამხედრო სამსახურის გავლა, სქესის მიუხედავად. ამიტომ, ქუჩაში ფორმიანი გოგონას გამოჩენა უჩვეულო სულაც არ არის. განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის მხოლოდ ჯარში მსახურების ხანგრძლივობაა - კაცები 2 წელსა და 8 თვეს ატარებენ ჯარში, ქალები - 2 წელს. ეს ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა არ არის. ამიტომ ცხოვრების ამგვარი წესი ბევრი ქალისთვის ზოგჯერ უცნაურიც კია.
2. საოჯახო საქმეების განაწილების პრაქტიკა
ბევრ ევროპისა და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დამკვიდრებულია, რომ რაც უნდა დატვირთული გრაფიკი ჰქონდეს ქალს, სამსახურის შემდეგ ის აუცილებლად სახლის საქმეებით კავდება, იქნება ეს დალაგება, სარეცხის გარეცხვა, ვახშმის მომზადება თუ სხვ. ისრაელში ეს ასე არ არის. მამაკაცი და ქალი საშინაო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ. ეს ეხება შვილის აღზრდაში ჩართულობასაც - ქუჩაში ხშირად ნახავთ, როგორ ასეირნებს მამა შვილს ან როგორ მიჰყავს ის სკოლასა თუ ბაღში. სახლში კი საოჯახო საქმეები ისევეა კაცის ვალდებულება, როგორც ქალის.
3. საკუთარი თავის სიყვარული
ისრაელში გოგონები პრინცესების მსგავსად იზრდებიან. მიუხედავად სოციალური სტატუსისა, დედის აღზრდისა და მამის კარგი მაგალითის წყალობით, ებრაელი ქალები იზრდებიან მაღალი თვითშეფასებითა და ღირსებით. ჩვენ გარშემო ასეთი ოჯახები ცოტაა. თინეიჯერი გოგონები ევროპაში, მათგან განსხვავებით, ხშირად არიან დაკომპლექსებული და არ გააჩნიათ თვითდაჯერებულობა.
4. ზედმეტი ნივთების მოშორება
პასექი ითვლება ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად ისრაელში. პასექისთვის მომზადება არა მხოლოდ სულიერ განწმენდას, არამედ ფიზიკურ მომზადებასაც გულისხმობს. ამ დროს ოჯახებიდან გააქვთ ნივთები, რომლებიც ერთ წელზე მეტისაა, მაგალითად, დაკონსერვებული საკვები, მარცვლეული და ა.შ. ევროპაში ეს წესი უცნაურად და უჩვეულოდ ითვლება, გაუგებარია, რატომ უნდა გადაყარო ის პროდუქტი, რომლითაც კიდევ შეიძლება რამის მომზადება.
5. საკუთარ თავზე მუშაობა
ისრაელში ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზეც. ევროპასა და დანარჩენ მსოფიოში ქალების დიდი ნაწილი უბრალოდ მალავს საკუთარ ემოციებსა და განცდებს, ისრაელში კი კრიტიკულ დროს ქალები იწყებენ თავიანთი გრძნობების გაანალიზებას და ცდილობენ გაუგონ საკუთარ თავს.
6. სიმშვიდის მნიშვნელობა
ებრაელი ქალების მოთხოვნები პარტნიორის მიმართაც განსხვავებულია. ისინი ცდილობენ, მაქსიმალური კომფორტი და სიმშვიდე შეუქმნან მამაკაცებს და თავადაც ამას ითხოვენ. არ აქვთ მბრძანებლური ტონი და არ ცდილობენ იყვნენ უპირატესები. მათთვის მთავარია, ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია იყოს.
ცხადია, ეს ზოგადი მსჯელობაა და გამონაკლისები ამ ერშიც არსებობს, თუმცა ებრაელი ქალების მორალისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სიცოცხლისადმი დამოკიდებულებითაც გამორჩეულები არიან.