40 - ეს მხოლოდ რიცხვია, როგორ აღიქვამ მას, შენზეა დამოკიდებული. დაე, ეს იყოს 40 ახალი თავგადასავალი, 40 ახალი მეგობარი, 40 ახალი ქალაქი, 40 ახალი კოცნა და კიდევ 40 წელი ბედნიერება - ისეთი, როგორიც შენ თვითონ გინდა შექმნა. ცხოვრების ხარისხს, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, განსაზღვრავს არა ასაკი, არამედ თქვენი შინაგანი მდგომარეობა:
„ძვირფასო, შენ უკვე 40 წლის ხარ. ეს მშვენიერია. შენ ხარ სასიამოვნო ცვლილების ზღვარზე. თუ კარგად ხარ, იცი, როგორ შეინარჩუნო ის. შენ უკვე ისწავლე შენი მამაკაცის, მეგობრებისა და საკუთარი თავის დაფასება. ახლა დროა, იზრუნო შენ მიერ შექმნილ სამყაროზე, მოუსმინო შენს სურვილებს და ისიამოვნო.
თუ ყველაფერი ცუდადაა, ესეც კარგია, რადგან ალბათ უკვე იცი, რა გსურს, რა მოგწონს, ვისთან არ გრძნობ და ვისთან გრძნობ თავს კარგად, ვის ვერ აპატიებ დანაშაულს, ვისთან შეძლებ ურთიერთობების აღდგენას... უკვე იცი, სად არის საზღვრები, რომლის იქითაც შენთვის ყველაფერი სულერთია და მზად ხარ, საკუთარი ემოციები სხვებს გაუზიარო.
ნუ დახუჭავ თვალებს, ნუ გეშინია. მაშინაც კი, როცა გეჩვენება, რომ არაფრისთვის ძალა არ გაქვს, შენ გაქვს ყველაზე ღირებული რესურსი - გამოცდილება. არ აქვს მნიშვნელობა, გათხოვილი ხარ თუ არა, შვილები გყავს თუ კარიერა ააშენე, იმდენი შეცდომა დაუშვი, რომ ზუსტად იცოდე, ვინ ხარ და სად გინდა იყო.
არ აიძულო საკუთარი თავი, ყოველ წამს საათს უყურო. ისწავლე ყოველი წამის, წუთის დაფასება. მერწმუნე, შენ ისევ ბევრი დრო გაქვს - შეგიძლია ისწავლო ტანგოს ცეკვა და ხატვა, წახვიდე ზღვაზე და ისწავლო ცურვა, იყიდო ძაღლი ან შეიცვალო სამსახური. ახლა შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. და კი, თუ გინდა, გათხოვდები და შვილიც გეყოლება. და შენ იქნები საუკეთესო დედა მსოფლიოში.
შენ არ ხარ დამოკიდებული სხვა ადამიანების აზრზე. ოცნებების გადადების საბაბი აღარ გაქვს. ახლა დროა, მათ ასრულებაზე იზრუნო, რადგან უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვე, საკმარისად უსმინე სხვებს, საკმარისად იდარდე, იტირე...
არავის ვალი გაქვს. შეგიძლია, ატარო ქუსლები და მოკლე კაბები ან სპორტული ფეხსაცმელი და ჯინსი. მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო, რას ჩაიცვამ, ვის შეხვდები, გინ გეყვარება და ვის არ ეტყვი გამარჯობას.
და ბოლოს, 40 მხოლოდ რიცხვია, როგორ აღიქვამ მას, შენზეა დამოკიდებული. დაე, ეს იყოს 40 ახალი თავგადასავალი, 40 ახალი მეგობარი, 40 ახალი ქალაქი, 40 ახალი კოცნა და კიდევ 40 წელი ბედნიერება - ისეთი, როგორიც შენ თვითონ გინდა შექმნა.“