ბლოგი

„ცხოვრების სამი წელი მეხსიერებიდან გაქრა": როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც საქმროს გამო მხედველობა და მახსოვრობა დაკარგა

„ცხოვრების სამი წელი მეხსიერებიდან გაქრა": როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც საქმროს გამო  მხედველობა და მახსოვრობა დაკარგა
ხუთი წლის წინ მაშა ლებედევას ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო- ადრე - ახალგაზრდობა, ოცნებები, სიყვარული, მხედველობა და მეხსიერება; შემდეგ - სიბნელე, ღალატი, ბრძოლა…

მაშას ცხოვრება სავსე იყო სიხარულითა და წარმატებით, წარჩინებული სტუდენტი, მშობლების სიამაყე, ოქროს მედალოსანი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული, წარმატებული მოდელი… ერთადერთი, რაზეც მაშა ოცნებობდა, ეს ბედნიერი მომავალი და ოჯახი იყო, თუმცა ამის ნაცვლად დიდ სიბნელეში აღმოჩნდა.

სამკვირიანი კომის შემდეგ მაშამ საავადმყოფოში გაიღვიძა. ავარიის შემდეგ მენჯი დაზიანებული ჰქონდა, აწუხებდა ტკვილები სხვადასხვა არეში... გოგონამ მხოლოდ ქირურგიული
ნათურის თეთრი შუქი დაინახა და ისევ ანესთეზიისგან ჩაეძინა - მაშას დასაბრუნებლად რთული ოპერაციების სერია დაიწყო.

როცა მან გაიღვიძა, ვეღარაფერი დაინახა. გოგონა დაბრმავდა. სიბნელეში დარჩენილი მაშა შიშითა და ტკივილით სავსე სამყაროში აღმოჩდა. მისთვის მომავალზე ფიქრი რთული იყო, წარსულზე კი -შეუძლებელი, შემთხვევის შემდეგ მან მეხსიერება დაკარგა, მომხდარის შესახებ კი მხოლოდ ახლობლების მონაყოლიდან შეიტყო. მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება და ნაცნობი ხმების მოსმენაღა შეეძლო.

იმ საბედისწერო დღეს მაშა მივიდა მეგობართან, ვიზაჟისტთან, რომელმაც მას გადაღებაში მონაწილეობა სთხოვა. საქმრომ, ანდრეამ მანქანაში დაცდა გადაწყვიტა. მაშა გადაღებაზე დაყოვნდა და გაბრაზებულ საქმროს მოუბოდიშა. ბოდიშმა არ უშველა, გაბრაზებულმა ბიჭმა მთლიანად დაკარგა კონტროლი ემოციებზე და გაზის პედალს მთელი ძალით დააჭირა. მანქანა წითელ შუქნიშანზე მოცურდა და ჯიპს დაეჯახა. მაშას მეგობარი ბიჭი დაზიანების გარეშე გადარჩა, ის აირბალიშებმა გადაარჩინეს, ჯიპის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო , მაშა კი ვერაფერმა დაიცვა. საავადმყოფო, კომა, ოპერაციები, სიბრმავე… მაშას აღარაფერი ახსოვდა.



„ავარიის მომენტი საერთოდ არ მახსოვს. რომ გავიღვიძე, აღმოჩნდა, რომ 2014, 2015 და 2016 წლები გაქრა ჩემი მეხსიერებიდან, - ამბობს მაშა. - უნივერსიტეტი მაშინ დავამთავრე, მაგრამ გამოსაშვები ცერემონია არ მახსოვს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩემი მეხსიერებიდან წაშლილია ჩემი ორი ძმის ქორწილის მოგონებები. ანდრეი პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოდიოდა სტუმრად, შემდეგ კი მიზეზების ძებნა დაიწყო, საუბრები უფრო ხანმოკლე გახდა… მე მას ვაპატიე და ამან ყველაფერი გამიადვილა“ - ამბობს მაშა.

ანდრეისთან ერთად მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდნენ მეგობრები, რომლებიც თანადგომას დაჰპირდნენ: „ყოველთვის მეგონა, რომ თუ რამე დამემართებოდა, მარტო არ დავრჩებოდი”, - აღიარებს მაშა - ახლა კი არ არის ერთი ადამიანიც კი, რომელსაც ჩემს მეგობარს ვუწოდებ. ის ხალხი, ვინც ჩემთან ახლოს ცხოვრობს და ვისთანაც ვმეგობრობდი, არამარტო არ მოდიან - არც კი რეკავენ...” ძველმა მეგობრებმა დაივიწყეს მაშა, მაგრამ ათასობით ახალი მეგობარი მზად არის, დაეხმაროს მას - ფიტნეს ცენტრის ტრენერებმა, სადაც ის ავარიამდე დადიოდა, გაიგეს, რომ გოგონა ოცნებობს დარბაზში დაბრუნებაზე, მაგრამ არ შეუძლია მძიმე ტრავმების გამო. მათ ფული შეაგროვეს და მას სარბენი ბილიკი უყიდეს.

სამწუხაროდ, მაშას 2014-დან 2016 წლამდე არაფერი ახსოვს, მაგრამ ახლახან მოხდა სასწაული - მეხსიერებამ თანდათანობით დაიწყო აღდგენა, მაშა თვლის, რომ ეს ღმერთის რწმენის დამსახურებაა: „მანამდე საერთოდ არ მჯეროდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე ეკლესიაში შესვლა და ლოცვა. შემდეგ მივხვდი, რომ ვიწყებდი რაღაცების გახსენებას, რაც ჩემს თავს ხდებოდა. ანუ, არ მახსოვს, როგორ გავფრინდი მოსკოვში, მაგრამ მახსოვს, როგორ დავბრუნდი... მეხსიერებამ ეკლესიაში ლოცვის შემდეგ დაიწყო აღდგენა, ეს ნამდვილი სასწაულია. მე წმინდა მატრონას ვთხოვე დახმარება, ისიც ბრმა იყო, - ამბობს მაშა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93