ბლოგი

უცნაური ტრადიციები - რატომაა სამეფო ოჯახში შობას აწონვა სავალდებულო

უცნაური ტრადიციები - რატომაა სამეფო ოჯახში  შობას აწონვა სავალდებულო
ყველა ოჯახს აქვს საკუთარი საახალწლო ტრადიციები და გამონაკლისი არც არც სამეფო ოჯახია. ნორფოლკში, მისი უდიდებულესობის სანდრინგემის სამკვიდროში არის ერთი საკმაოდ უცნაური ტრადიცია, რომელიც სამეფო ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას. 2018 წელს სამეფო ექსპერტი, ინგრიდ სევარდი ჟურნალ Grazia-ს ამ ტრადიციის შესახებ ესაუბრა.

სანდრინგემში ჩასვლისას, დედოფალი სთხოვს თითოეულ სტუმარს, მათ შორის მის უახლოეს ადამიანებსაც, აიწონონ ანტიკვარული სასწორის გამოყენებით. ეს ტრადიცია სათავეს იღებს ედუარდ VII-ის მეფობის დროიდან, 1900-იანი წლების დასაწყისში, და ვრცელდება სამეფო დინასტიის ყველა წევრზე.

ეჭვგარეშეა, რომ
ზამთრის ზეიმი სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ ტრიალებს, სამეფო ოჯახი ჯერ ინდაურის და სხვა ტრადიციული საშობაო კერძების სადილს მიირთმევს, შემდეგ კი - ჩაის და დესერტებს. რა თქმა უნდა, სუფრა არ არის სრულყოფილი მთავარი ინგლისური დელიკატესის - საშობაო პუდინგის გარეშე. ისინი იწყებენ მის მომზადებას დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ხალისიანი ტრაპეზის შემდეგ, სამეფო ოჯახი სეირნობს მამულში, რათა დაიწვას მიღებული კალორიები, საღამოს კი სასადილო ოთახში სანთლებით ვახშამი უფრო სასიამოვნო გახდეს.



ამბობენ, რომ შობის დღეს, სამეფო ოჯახის წევრებს შეუძლიათ ატარონ სადღესასწაულო ქაღალდის ქუდები, რომლებიც შეიძლება ნახოთ თითქმის ყველა ბრიტანელზე, ვინც დღესასწაულს სახლში ან პაბში აღნიშნავს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ დედოფალი თავს იკავებს ქაღალდის ქუდის ტარებისაგნ.

როგორც ცნობილია, დედოფალი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს ოთხფეხა მეგობრებისადმი. ყოფილმა სამეფო შეფ-მზარეულმა, დარენ მაკგრეიდმა თქვა, რომ ძაღლებს უახლესი ადგილობრივი პროდუქტებით უმასპინძლდებიან. „კორგი ოჯახის წევრი იყო, როცა შეფ-მზარეული ვიყავი - მას ჰქონდა ინდივიდუალური მენიუ, ჩვეულებრივ, ახალი კურდღლის, ძროხის ან ქათმის ხორცი ბრინჯით და კომბოსტოთი“, - თქვა მან.

სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ელიზაბეტ II-მ მიატოვა საყვარელი სადღესასწაულო ტრადიცია და შეწყვიტა ოჯახის მიღება სანდრინგემში. მონარქის გეგმები ამ საშობაო არდადეგებზე ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ დედოფალს ექიმები ურჩევდნენ რეჟიმის დაცვას და ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93