საკულტო ზღაპრები, რომლებზეც გავიზარდეთ, ზრდასრულ ასაკშიც გვახსოვს და გვიყვარს. დაფიქრებულხართ ოდესმე, როგორი იქნებოდა ჩვენი ბავშვობის საყვარელი ზღაპრები, ჩვენს დროში რომ დაწერილიყო? ან, თუ გიფიქრიათ, რატომ გასძვრა კიბეზე ფეხსაცმელი კონკიას, თუ ზომა იდეალურად ერგებოდა? ან რატომ ეძებდა მას პრინცი ფეხსაცმლით? მან რა, მისი სახე ვერ დაიმახსოვრა? ალბათ, კონკიას კაბას ღრმა „დეკოლტე“ ჰქონდა...
ვინ იქნებოდა კეთილი ფერია-ნათლია ოცდამეერთე საუკუნეში? სავარაუდოდ, გამოცდილი ქალი იქნებოდა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, რომ, თუ კონკია არ გაიქცეოდა შუაღამისას, მაშინ პრინცი გაქრებოდა გამთენიისას.
- დაიმახსოვრე, კონკია, რომ ზუსტად ღამის თორმეტ საათზე...
- მომისმინე, ნათლია, იქნებ დილის ექვსამდე მომცე დრო? წინაზე იმდენ ხანს ვიდექი საცობში, რომ გახდა თორმეტი და შუა ტრასაზე აღმოვჩნდი გოგრაში, ვირთხებით და დაძონძილი კაბით...
შეიძლება ასე დასრულებულიყო კონკიას ზღაპარი, ავტორს ჩვენს დროში რომ დაეწერა. გრიზელდა და ანასტასია სოციალურ ქსელში კონკიას პოსტებზე სარკასტული კომენტარების წერით შემოიფარგლებოდნენ, გულქვა დედინაცვლის დავალებებს კი კონკია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის დახმარებით გაცილებით მარტივად შეასრულებდა.
21-ე საუკუნეში, სავარაუდოდ, კონკიას მობილური ტელეფონი დაუვარდებოდა კიბეზე და პრინცი თითის ანაბეჭდის იდენტიფიკაციით იპოვიდა მას. რაც შეეხება დედინაცვლის დავალებებს, მოდით, ვნახოთ, რამდენად სწრაფად შეძლებდა კონკია მათ შესრულებას.
კონკია იატაკს „ტურბო სმარტით“ მორეცხავდა, რადგან მისი დედინაცვალი სამეფოში პოპულარულ ნივთებს აუცილებლად შეიძენდა. ეჰ, რა იცოდა, რომ ამით საქმეს გაუმარტივებდა კონკიას. არც ის ეცოდინებოდა, რომ „ტურბო სმარტის“ 100%-ით მიკროფიბრას შემადგენლობის ტილო იატაკიდან ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით აშორებს. ამიტომ მის გერს ქიმიური საშუალებებით ხელები არ დაეწვებოდა.
ამას გარდა, კონკია ტილოს მექანიკური საწმენდის ტევად სათლში სატერფულის დახმარებით ისე გაწურავდა, რომ ხელებსაც არ დაისველებდა. მას არ მოუწევდა ტილოს გასარეცხად სირბილი. „ტურბო სმარტით“ კონკია დედინაცვლის დავალებას მაქსიმუმ 15 წუთში შეასრულებდა.
დავალება #2 ჭურჭლის დარეცხვა
კონკია გასარეცხ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეაწყობდა და - ვუალა! აბა, რა გგონიათ, მდინარეზე, გაყინულ წყალში გარეცხავდა ცხიმიან თეფშებს?! და კიდევ, პარალელურად იატაკს მორეცხავდა.
დავალება #3 ხალიჩების დაბერტყვა და ავეჯის გასუფთავება
დედინაცვალი ძველებური საბერტყით ნამდვილად არ დააზიანებინებდა თავის გერს ძვირად ღირებულ ავეჯს. ამიტომ კონკია, დიდი ალბათობით, Vileda-ს იატაკის ორთქლით საწმენდ მოწყობილობას, სახელწოდებით - "სთიმს” გამოიყენებდა, რომელიც ორთქლის საშუალებით წმენდს ჭუჭყს ნებისმიერი ტიპის ზედაპირებზე როგორც ხალიჩაზე, ასევე რბილი ავეჯიდანაც. შედეგად, კონკია ავეჯის დასუფთავებაში მაქსიმუმ ნახევარ საათს დახარჯავდა.
დავალება #4 სარეცხის გარეცხვა
ჭურჭლის არ იყოს, არც ტანსაცმლის გასარეცხად გაიყინავდა ხელებს მდინარის ცივ წყალში ჩვენი კონკია. ალბათ, სარეცხის მანქანას ჩართავდა და მხოლოდ მის გაფენაში დაეხარჯებოდა დრო. ამასობაში კი მშვიდად გააგრძელებდა ავეჯის დასუფთავებას.
დავალება #5 ბრინჯის და წიწიბურას გაცალკევება
ჩვენს დროში მცხოვრები კონკია ბევრად საზრიანი იქნებოდა. ის არ დაიწყებდა ბრინჯისა და წიწიბურას გარჩევას. სავარაუდოდ, google-ში მოძებნიდა რაიმე საინტერესო რეცეპტს და გემრიელ ვახშამს მოამზადებდა ბრინჯიანი წიწიბურათი, გრილზე შემწვარი ბოსტნეულითა და ხორცით. ბოლოს და ბოლოს, მაღაზიაში გაიქცეოდა და ახალ შეკვრა ბრინჯსა და წიწიბურას იყიდდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კონკიას საკმარისზე მეტი დრო დარჩებოდა მოსამზადებლად, ძვირფასი ტანსაცმლისა და ტაქსის გამოსაძახებლად... თუმცა ის აუცილებლად დააგვიანებდა და 12 საათამდე ვერც სახლში დაბრუნებას მოასწრებდა, რადგან მართალია, სახლის საქმეებს სწრაფად მორჩა, მაგრამ ქალაქში მეჯლისის გამო ისეთი საცობები იქნებოდა, რომ სასახლემდე ძლივს მიაღწევდა.
მგონი, კარგიცაა, 21-ე საუკუნეში რომ არ დაიბადა, თქვენ რას იტყვით?