ბლოგი

მეგობარს შეყვარებული წავართვი და ამის გამო დავისაჯე

მეგობარს შეყვარებული წავართვი და ამის გამო დავისაჯე
მეგობრობისა და ერთგულების ფასი ბავშვობიდან ვიცოდი, თუმცა დიდობაში მაინც შევცდი. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად მოხდა და ახლა ძალიან ვნანობ. ამის გამო დავისაჯე კიდეც. მოკლედ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გოგომ მთხოვა, შეყვარებულს უნდა შევხვდე და იქნებ წამომყვე, ძმაკაცთან ერთად იქნება და მარტო არ მინდა მივიდეო.

იმ დღეს არაფერს ვაკეთებდი, ვიფიქრე, ცოტას გავისეირნებ, გავერთობი-მეთქი და დაქალს პაემანზე გავყევი. მართალია, ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებული არ ჰქონდათ, მაგრამ უკვე შეყვარებულები იყვნენ, მომავალს გეგმავდნენ და მათი ამბავი ძალიან მიხაროდა. პირადად არ ვიცნობდი,
მაგრამ დაქალის მონაყოლიდან ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო. ისე მოხდა, რომ იმ შეხვედრამ და ჩვენმა გაცნობამ ჩემს დაქალს დიდი ტკივილი მიაყენა. იმ დღის მერე დაქალი ხშირად მეუბნებოდა: რაღაცნაირად გაცივდა ჩემ მიმართ, არ ვიცი, რა სჭირს, სულ თავს მარიდებს, ათას რამეს იმიზეზებს, რომ არ შემხვდესო. ვეუბნებოდი: გეჩვენება, ცოტა დრო მიეცი, იქნებ რამე პრობლემა აქვს, შენ არ მეუბნებოდი, რომ უყვარხარ და არსად წავა-მეთქი. სინამდვილეში კი, ვატყუებდი. იმ შეხვედრის დროს მისგან დიდი ყურადღება ვიგრძენი და უხერხულ გამოხედვებშიც გამოვიჭირე, იქიდან დაბრუნებულს კი სოციალურ ქსელში, ჩემს მესენჯერში, მისი უამრავი წერილი დამხვდა.

კი მეუცნაურა სიტუაცია, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, ეს ყველაფერი დაქალისთვის მეთქვა. რამდენიმე დღე სასწაულად თბილ შეტყობინებებს მიტოვებდა, მერე ტელეფონის ნომერიც გაიგო და დამირეკა. შეხვედრას მთხოვდა. ვიფიქრე, შევხვდები, ავუხსნი ყველაფერს, აქ დასრულდება ეს გაუგებრობა და ისევ ჩემს დაქალს დაუბრუნდება-მეთქი, მაგრამ საპირისპირო მოხდა. რომ შევხვდი, მითხრა: არ ვიცი, რა დამემართა, შენი დაქალი მართლა მომწონდა და თითქოს მიყვარდა კიდეც, მაგრამ შენ რომ დაგინახე, გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა, მივხვდი, შენ ის გოგო ხარ, ვინც მე მჭირდება და ვიცი, ძალიან ბედნიერი ვიქნები შენ გვერდითო. ამ სიტყვებს კოცნაც მოაყოლა და ფაქტობრივად, ისე „მომაჯადოვა“, არც სიტყვა მითქვამს და არც შევწინააღმდეგებივარ. სახლში გაოგნებული დავბრუნდი. ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, რა უნდა მეთქვა უახლოესი, ბავშვობის მეგობრისთვის ან რას ნიშნავდა ჩემი მხრიდან მის შეყვარებულთან შეხვედრა და კოცნა. თავში ათასი სისულელე მიტრიალებდა...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93