ბოლო წლებში ქართული ემიგრაცია უფრო გაიზარდა. ჩვენი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაფანტული, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ. მათ შორის არის ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ლელა ჭანკოტაძე, რომელიც ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე გვიამბობს.
ცხოვრება "წმინდა მიწაზე"
- 10 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. ისრაელში ვცხოვრობ, თელ-ავივთან ახლოს. ისრაელი უსაფრთხოების თვალსაზრისით სამ ზონად არის დაყოფილი. პირველი და მეორე ზონები შედარებით უსაფრთხოა, მესამე კი, აღმოსავლეთით, ღაზის სექტორთან არის ახლოს. ეს შედარებით რთული ზონაა, მაგრამ ებრაელების უმეტესობა იქ ცხოვრებას არჩევს. მე დაბომბვის შიშის გამო პირველი ზონა შევარჩიე. ისრაელის ცას "რკინის გუმბათი" იცავს. ბოლო დაბომბვები რომ იყო, იმ ქალაქს, სადაც ვცხოვრობდი, 205 ბომბი ესროლეს, მაგრამ არც ერთი არ ჩამოვარდნილა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში ჭურვი ჩამოვარდა და მოხუცი ქალი თავის მომვლელთან ერთად დაიღუპა. იცით, ისრაელში ყველაზე მეტად რამ გამაოცა? ამ სიტუაციის როგორ არ ეშინიათ-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები: არ ეშინიათ, რადგან ეს მათი სამშობლოა და ისრაელის სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს თავის მოქალაქეებს. ეს არის ბედნიერი ერი, რომელიც მზადაა, სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღოს, ამიტომ ყველა სიხარულით მიდის ჯარში, გოგონებიც კი. ქუჩაში ხშირად მხვდებიან ავტომატგადაკიდებული გოგონები, რომლებიც ავტომატს ძლივს ერევიან. აქ ყველა მუშაობს და, ალბათ, ამიტომაც შეძლეს უდაბნოში ასეთი ლამაზი, ძლიერი სახელმწიფოს აშენება...გაგრძელება