მე და ჩემი ქმარი ჰარმონიაში ვცხოვრობთ, მაგრამ ოჯახური იდილია ჩვენს თვალწინ ინგრევა, როცა თამაშში დედამთილი შემოდის. როგორც ჩანს, ის გამუდმებით ცდილობს ჩემს რაიმეში დადანაშაულებას, ეჭვიანობს შვილზე და ვგრძნობ, რომ მალე ჩემი მოთმინებაც ამოიწურება.
ბევრი დედამთილი თვლის, რომ რძლები არიან მონსტრი გოგონები, რომლებიც ცდილობენ წაართვან მათ ყველაზე ძვირფასი. ყველაზე ძვირფასი ნივთის დაკარგვის შიშით, დედამთილი ხშირად ეწინააღმდეგება რძალს, რაც კონფლიქტს იწვევს, თუმცა კონფლიქტის არიდება რამდენიმე მარტივი წესის დაცვით შეიძლება.
ოჯახური სისტემების დაყოფა
ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს ორი ოჯახური სისტემა: პირველი ჩნდება დაბადებისთანავე და მთავარ როლს დედა ასრულებს. როდესაც იზრდები გადადიხარ სხვა სისტემაში, სადაც შენ, შენი პარტნიორი და თქვენი შვილი ხართ. ყველაზე დიდი პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ეს სისტემები შერეულია.
დაიკავეთ თქვენი ადგილი ოჯახის იერარქიაში
რძალ-დედამთილს შორის კონფლიქტების 90% მაშინ წარმოიქმნება, როცა ოჯახურ იერარქიაში დაბნეულობაა. მაგალითად, ცოლი ცდილობს ქმარს ისე მოექცეს, თითქოს მისი დედაა. პარტნიორის ზედმეტი დაცვით, მასზე ზრუნვით და მისი შეცდომების გამოსწორებით თქვენ ცდილობთ დაიკავოთ მისი დედის ადგილი. რა თქმა უნდა, დედამთილს არ მოეწონება ეს მდგომარეობა.
თვალყური ადევნეთ თქვენს თვითშეფასებას
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტი დედამთილთან, არის თქვენი დაბალი თვითშეფასება. როცა საკუთარ თავს აფასებთ და პატივს სცემთ, არ დაუშვებთ ხანგრძლივ და სპონტანურ კონფლიქტებს, არ აჰყვებით პროვოკაციებს და თავადაც არ მოახდენთ ჩხუბის პროვოცირებას.
დაამყარეთ ურთიერთობა საკუთარ დედასთან
თუ დედამთილის დამარცხებას ცდილობთ, იცოდეთ, რომ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ. გახსოვდეთ რომ მშობლები ყოველთვის შვილებზე ძლიერები არიან. თუ დედასთან ურთიერთობას დაამყარებთ, მაშინ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იგრძნობთ მის მხარდაჭერას, დედამთილი კი უბრალოდ ვერ გაბედავს თქვენთან კონკურენციას.

„დედამთილი რეგულარულად ითხოვს და ჩემი ქმარიც ყოველთვის აძლევს თანხას... ამით მე ვზარაკდები, რა უნდა ვქნა?"
"დედამთილი შვილის გაზრდასაც არ მანებებს"
"როგორც ბავშვობაში ჩამაგონებდნენ, "კარგ ბედში" გავთხოვდი, მაგრამ უბედური ვარ..."