ბლოგი

"5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით; დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა დიაგნოზი დამისვეს - შენ ან გათხოვდები, ან... სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო"

"5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით; დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა დიაგნოზი დამისვეს - შენ ან გათხოვდები, ან... სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო"
უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული, მეტწილად კატასტროფული ამბების შემხედვარე, როგორ უნდა თქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, მაგრამ ის, რაც უკრაინელ დარიას (სახელი შეცვლილია) და საქართველოში მცხოვრებ ერთ, შვილმკვდარ, ხანდაზმულ წყვილს შემთხვევია, სწორედ რომ ამ ანდაზის თვალსაჩინო გამოხატულებაა. დარიას და აწ უკვე მისი ქართული ოჯახის ამბავი ნანიკომ მიამბო. თავის მხრივ, ნანიკოს ამბავიც სათქმელია. კარგა ხანია ვიცნობ, ვაკვირდები და სულ მგონია, რომ ქვეყნის მომავალი ასეთი ადამიანების, ასეთი დედების და ქალების მხრებზე დგას და მათი გულის ენერგიით იკვებება.

ნანიკო ერთი
ცქრიალა ქალია, გამრჯე, დაუზარელი და საოცრად მშვიდი. შაბათობით სოფლიდან ნობათით დატვირთული ჩამოდის, ორთაჭალაში სოფლის კვერცხის, ყველის და მაწვნის, მწვანილის და ეზოში გაზრდილი ქათმის დამკვეთები ელოდებიან. როგორც თვითონ იცის თქმა, ხელს უცებ დაიცლის, თავის ძველისძველ ჯიპს მოახტება და შვილებთან ერთად ქალაქში შაბათის საქმეს იწყებს. ერთ დღეში 6 საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს ალაგებს და საღამოს სოფელში ბრუნდება. თითო სადარბაზოს დალაგებაში, ფართის მოცულობის მიხედვით, თვეში 250-დან 500 ლარამდე უხდიან და როგორც ნანიკო ამბობს, თვის ბოლოს, სოფლის ნობათის გაყიდვითა და სადარბაზოების ლაგებით იმდენი უგროვდება, რომ ბედს არ ემდურის.

ნანიკო ქვრივია. ქმარი ავარიაში დაეღუპა. როცა გავიცანი, მიამბო: "5 წლის წინ დავქვრივდი, დავრჩი ორი პატარა შვილით. დედამთილ-მამამთილმა და მაზლებმა რატომღაც უმძიმესი დიაგნოზი დამისვეს, შენ ან გათხოვდები, ან გაბოზდები და სახელს ვერ შეგარცხვენინებთ, ამიტომაც, საიდანაც მოსულხარ, იქ წადიო. ეს რომ მითხრეს, ელდა მეცა, თუმცა მალევე თავს შემოვუძახე და სოფელი შევუყარე. ჩემი ქმრის წილი მოვითხოვე, რომ შვილებს რაც ეკუთვნოდათ, არ დაეკარგათ. პატარა სახლიც ავაშენებინე და გამოვუცხადე, ახლა შორიდან მიყურეთ, როგორ გავთხოვდები, გავბოზდები ან ქვეყანას დავაქცევ-მეთქი. ჩემი მშობლები გვერდში ამომიდგნენ, სანამ შეეძლოთ. ძმაც თავისი შვილების ლუკმას ჩემებს უყოფდა. ბავშვებიც თავიდანვე შრომაში ჩავაბი და ყველა ხედავს, რომ ურიგო ქალი არ გამოვდექი. ჩემმა დედამთილმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, დაზუსტებით დამისვა დიაგნოზი, - აქ ერიდება თავის გამოჭენებას. აი, ბავშვებს მოგვიყრის და საზღვარგარეთ წავა, იქ კიდევ, აქედან ვინ დაინახავს, რას გააკეთებსო. კი ვნანობ, რომ ასეთი უჯიგროები გამოდგნენ, მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ, შვილებს ვზრდი ჯიგრიანებს. ვიცი, რომ ავს არავის უსურვებენ, არათუ არ გაუკეთებენ და ტვირთად არავის დააწვებიან. კიდევ ვაპირებთ დასალაგებელი ფართის დამატებას. შაბათს ღამით ქალაქში დავრჩებით, ერთი ღამით დაქირავებულ ბინაში, კვირას ისევ სადარბაზოებს დავალაგებთ და საღამოს შინ დავბრუნდებით. მეზობლები მეტყვიან ხოლმე, არ გერჩივნა ევროპაში წასულიყავი? იქ ამდენი შრომა არ დაგჭირდებოდა, ბავშვებსაც არ დაღლიდი და მეტ ფულს მოაგროვებდიო. მეცინება და ვპასუხობ, შვილები რომ დავყარო და გადასაკარგავში წავიდე, იქიდან დედის მზრუნველობაზე მეტი ღირებულების რა უნდა გამოვუგზავნო-მეთქი?...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93