„შვილებს უნდათ რომ მოხუცთა თავშესაფარში გამიშვან და ჩემი ბინა გაყიდონ, რადგან მე განსაკუთრებული მოვლა მჭირდება, ისინი კი ამას ვერ ახერხებენ. ბავშვებთან ურთიერთიობა გამიფუჭდა და არ ვიცი რა ვქნა“, - წერს ლუდმილა ივანოვნა, ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქალიშვილს და შვილიშვილებს მიუძღვნა.
ლუდმილა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილების შესახებ საუბრობს:
„ძალიან დიდი ხანი ვერ დავორსულდი, ბოლოს, როდესაც გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მე და ჩემი ქმარი სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავით, შემდეგ კი გავიგეთ რომ ტყუპები გვეყოლებოდა და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
მზად ვიყავი ყველანაირ სირთულესთან გასამკლავებლად, რადგან დედობა გულწრფელად მინდოდა. მჯერა, რომ ჩემი შვილებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შევქმენი, რათა მათ ბავშვობა ჰქონოდათ.
მათ ყველაფერი ჰქონდათ, რაც სურდათ, დადიოდნენ რამდენიმე მასწავლებელთან, ცეკვასა და უცხო ენებზე, უყვარდათ სპორტი და კრივით იყვნენ დაკავებულები. როდესაც უნივერსიტეტის არჩევის დრო დადგა, კატიას სურდა სამედიცინო სკოლაში წასვლა, ხოლო ჟენიას სურდა ჟურნალისტი გამხდარიყო.
საბედნიეროდ, ჩვენი ძალისხმევა არ იყო უშედეგო. ახლა ორივე საკუთარი პროფესიით მუშაობს და ეს ძალიან მოსწონთ. ისინი გაიზარდნენ და ჰყავთ საკუთარი ოჯახები. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რაიმე საკითხზე უთანხმოება გვექნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე და ჩემმა ქმარმა უმადური შვილებს გავზარდეთ.
ერთი წლის წინ ჩემი ქმარი გარდაიცვალა. მას შეეძლო კიდევ მრავალი წელი ეცხოვრა, შვილიშვილებზე ეზრუნა და ცხოვრებით დამტკბარიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ისურვა. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ სამოთახიან ბინაში.
დავქვრივდი და ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ხშირად ვვავადდებოდი და სახლიდან პრაქტიკულად არ გავსულვარ. ერთი სიხარული მქონდა - ჩემი ქალიშვილი დაორსულდა. იმედი მქონდა, რომ ბებია გავხდებოდი, მოვალეობის შესრულებას შევძლებდი. მაგრამ ჩემი შვილები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდნენ.
ახლახან მოვიდნენ ჩემს სახლში სასაუბროდ. ჩემს ქალიშვილებს უნდათ მოხუცთა თავშესაფარში გამგზავნონ და ჩემი ბინა გაყიდონ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კარგ ფულს შოულობენ, საკუთარი საცხოვრებელი ჯერ არ აქვთ, ამიტომ მათ სურთ, რომ ბინისთვის მიღებული თანხა თანაბრად გაიზიარონ, რათა ოჯახებისთვის ახალი ბინები შეიძინონ. არ ვიცი, ახლა რა ვქნა, როცა ვიცი რომ მზად არიან, მოხუცთა თავშესაფარში გამგზავნონ მხოლოდ ფულის გამო“, - წერს ქალი და გამოხმაურებებს ელოდება, რათა გადაწყვიტოს, სწორი იქნება თუ არა თავშესაფარში წასვლა და შვილების სურვილის ასრულება.
შამანს, რომელიც ცხოვრობდა 2500 წლის წინ, ბრალი ედება სტიქიურ უბედურებებში, ტერორისტულ თავდასხმებში, ეპიდემიებსა და ომებში...
ქალები, რომლებიც ამერიკის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების თავდასხმებს გადაურჩნენ
"დავინახე,რომ ჩემმა დედამთილმა ჩაის ჭიქაში რაღაც ჩაყარა, მე კი ჭიქები შევცვალე..."