მაისში დედოფალმა ელიზაბეტმა 96 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ მონარქს გადაადგილების პრობლემები ჰქონდა და თავს კარგად არ გრძნობდა, თუმცა მისმა გარდაცვალებამ მსოფლიოს გაკვირვება მაინც მოახერხა.
მისი უდიდებულესობის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახი და ჰოლივუდის ვარსკვლავები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: ტომ კრუზი, კეტრინ ჯენკინსი და დეიმი ჰელენ მირენი. თავად ელიზაბეტი ამბობდა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა და მას შემდეგ რამდენიმე ღონისძიებასაც კი დაესწრო.
მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი დედოფლის სიკვდილს გლოვობს, თვალი გადავავლოთ ფოტოებს მისი ისტორიული წარსულიდან:
ახალდაბადებული ელიზაბეტ მეორე დედასთან ერთად.
დედოფლის პირველი შეხვედრა მამასთან, მეფე ჯორჯ მეხუთესთან.
დედოფალი კემბრიჯის ჰერცოგინიას ქორწილში.
ელიზაბეტი უმცროს დასთან, მარგარეტთან ერთად.
უცნობი არავისთვის არ არის ის ფაქტი, რომ დედოფალს ძალიან უყვარდა ცხენები და 94 წლის ასაკშიც კი არ ამბობდა უარს ჯირითზე.
დედოფლის პირველი მოგზაურობა, სადაც მან ოფიციალური განცხადებები გააკეთა "ბი-ბი-სისთვის".
დედოფალმა და პრინცმა ფილიპმა საკუთარი ნიშნობის შესახებ განაცხადეს.
პირველი ოფიციალური ფოტო ელიზაბეტის და ფილიპის ქორწინებიდან.
მარგარეტი და ჯერ კიდევ პრინცესა ელიზაბეტი მეჯვარეები არიან სამეფო წევრის ქორწილში.
ელიზაბეტი პატივს მიაგებს ომში დაღუპულ გმირებს.
დედოფალი თამაშობს პრინცი მშვენიერის როლს სამეფო სპექტაკლში.
ელიზაბეტი და მარგარეტი სამეფო ოჯახის ოფიციალურ ფოტოზე.
მომავალ დედოფალს ძალიან უყვარდა ფორტეპიანო და ხშირად უკრავდა მასზე უინძორის სასახლეში.
ჯერ კიდევ პატარა ელიზაბეტი ესალმება დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას მეფე-დედოფალთან ერთად.
ეს ფოტო კიდევ ერთხელ გამოხატავს ელიზაბეტის სიყვარულს ცხოველების მიმართ.
შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელიზაბეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცმა ჩარლზმა მეფის ტიტული უკვე მოიპოვა, ხოლო ჰარიმ და მეგანმა მოგზაურობა გადადეს და დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდნენ.