10 ყველაზე გემოვნებიანი ჩაცმულობა ელიზაბეტ მეორეს ისტორიიდან - Marao

10 ყველაზე გემოვნებიანი ჩაცმულობა ელიზაბეტ მეორეს ისტორიიდან

2022-12-30 14:03:32+04:00


მაისში დედოფალმა ელიზაბეტმა 96 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ მონარქს გადაადგილების პრობლემები ჰქონდა და თავს კარგად არ გრძნობდა, თუმცა მისმა გარდაცვალებამ მსოფლიოს გაკვირვება მაინც მოახერხა.

მისი უდიდებულესობის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახი და ჰოლივუდის ვარსკვლავები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: ტომ კრუზი, კეტრინ ჯენკინსი და დეიმი ჰელენ მირენი. თავად ელიზაბეტი ამბობდა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა და მას შემდეგ რამდენიმე ღონისძიებასაც კი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში მონარქთან მხოლოდ პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა და კამილა იყვნენ, სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა დედოფლის დროულად მონახულება ვერ შეძლეს. განსაკუთრებულად ემოციური იყო პრინცი ჰარის ტაბლოიდური ფოტოები, სადაც ის მანქანაში ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებს.

ბრიტანეთის ისტორიაში დედოფლის ერის დასრულებასთან ერთად, მსოფლიო იხსენებს მას როგორც ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ელეგანტურ მონარქს. გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც დედოფლის სტილმა მოდის კრიტიკოსებიც კი აალაპარაკა: