თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.

ქალის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის
მაჰსა ამინის შემთხვევას გამოეხმაურა საფეხბურთო სამყაროც. გუშინ, 21 ნოემბერს, ინგლისისა და ირანის (6:2) დაპირისპირების დაწყებამდე აზიური ნაკრების ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს. ისინი პროტესტის ნიშნად ჩუმად იდგნენ.
ირანელმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს მამაცობა და რისკზე წავიდნენ, ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი მოვლენები დაგმეს და ქალბატონებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ჟესტის ნახვისას ტრიბუნაზე მჯდომი ირანელი ქალი ქომაგი ატირდა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წაიკითხეთ სრულად