ბლოგი

"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"

"ხშირად ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში"
"მეც მინდა ვიპოვო... ბევრი ვიფიქრე, მესაუბრა თუ არა ამ თემაზე და ბოლოს, ასე გადავწყვიტე. ვეძებ დას, რომელიც დაიბადა 1983 წლის 25-26 ივნისს ან ივლისს ე.წ. კამოს (N2) სამშობიაროში. როგორც დედა ამბობს, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ მეორე დღეს მშობლებს უთხრეს, რომ ექთანს ჩვილი ხელიდან გაუვარდა და გარდაიცვალა... ახლა რომ ვუსმენ და ვკითხულობ სხვების ამბებს, თუ როგორ წაართვეს მშობლებს შვილები, ასე მგონია და მჯერა, რომ ჩემი დაც იმ დროის მსხვერპლი აღმოჩნდა და მერე ვიღაცამ იშვილა. კონკრეტულ
თარიღს დედა ვერ ასახელებს: იმდენად მძიმე იყო მისთვის ის პერიოდი, იმდენი ხანი ჰყავდათ დამამშვიდებლებზე, რომ ის დრო კარგად არ ახსოვს. თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც რამეს შეგვატყობინებს, უბედნიერესი ვიქნები", - ეს ეკა წულუკიძის წერილია.

დედისერთა ქალბატონი მთელი ცხოვრება ოცნებობდა დის ან ძმის ყოლაზე და მიუხედავად იმისა, რომ დედამისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილი ვეღარ ეყოლებოდა, ეკას, როგორც ამბობს, გულის სიღრმეში ყოველთვის ჰქონდა რაღაც უცნაურის იმედი, რომლის ახსნაც რთულია...

- ახლა ტესტს მოუთმენლად ველოდები, უნდა ჩამომიტანონ და მერე იქნებ რამე ხელჩასაჭიდი გამოჩნდეს. ზოგადად, არ იქნება ურიგო, თუ ყველა დავიტესტებით. შეიძლება თავად არავინ დაგიკარგავს, მაგრამ საქართველოში, თურმე, ისეთები ხდებოდა, დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ და შესაძლოა, ვიღაცას რაღაცაში დავეხმაროთ, კეთილი საქმე გავაკეთოთ... ერთია, რომ მშობელს შვილს მოტყუებით ართმევდნენ და მეორეა, რომ ვინც აიყვანა, იმასაც ზოგჯერ ათასი სისულელით უჭედავდნენ თავს. აყვანილ ბავშვებსაც ხშირად ერთსა და იმავე ტექსტს ეუბნებიან, რომ ვიღაც სოფლელი გოგო შეცდა და რა ექნა, სახლში ვერ მივიდოდა ჩვილით ხელში, ამიტომ გაგაშვილაო. და რეალურად, შეიძლება მოპარულიც კი იყოს არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ. შეიძლება ჩემმა დამაც არ იცის, რომ მას სხვა ბიოლოგიური მშობლები ჰყავს ან შეიძლება ეს იცის, მაგრამ დამახინჯებული, გამოგონილი ამბავი უთხრეს და აღარ უნდა ისეთი დედის მოძებნა, რომელმაც თითქოს გააშვილა.

- თქვენ უმცროს დას ეძებთ, არა?

- არა, მე ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ გავჩნდი. დედისთვის ჩემი და პირველი შვილი იყო. ახსოვს, როგორ ახარეს: დაიბადა ძალიან ლამაზი, თეთრი, ფითქინა, ქერა და ცისფერთვალება გოგოო. ჩემს მშობლებს ძალიან გაუხარდათ გოგოს დაბადება, მამას ძალიან სდომებია ქალიშვილის ყოლა. ჰოდა, ასე ბედნიერებს მეორე დღეს მიუსამძიმრეს, - ექთანს ჩვილი ხელიდან გაუვარდა და დაიღუპაო. მსგავს მიზეზს, თურმე, ხშირად ეუბნებოდნენ შვილწართმეულ მშობლებს და ეს რომ ვიცი, ამიტომაც გამიჩნდა დის პოვნის იმედი.

- ამ ამბავს თქვენი მშობლების მხრიდან რა რეაგირება მოჰყოლია?

- ამტყდარა წივილ-კივილი, დედას დამამშვიდებლები დასჭირდა თურმე და აბებმა რომ ვერ უშველა, ნემსებსაც უკეთებდნენ... ბებიას, დედის დედას, გაატანეს მიცვალებული ყუთით, რომელშიც არავინ იცის, იყო კი ცხედარი? ყუთი არავის გაუხსნია... დედა ძალიან დიდი ხანი იყო ცუდად, დეპრესია ჰქონდა...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
მანანა
რას ნიშნავს, ხელიდან გაუვარდა? ექთანს პასუხი არ მოსთხოვეს?
18:18 / 24-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93