ინდოეთის ზოგიერთ სოფელში მიიჩნევენ, რომ ქვრივები შეურაცხყოფილნი და შერცხვენილნი არიან, რადგან ქმარი ვერ გადაარჩინეს და ოჯახში მათი ადგილი აღარაა. ამგვარი გაგება ინდური ტრადიციებიდან იღებს სათავეს და

ქალები, ხშირად მოხუცები და დაუძლურებულნი, ქუჩაში რჩებიან საარსებო წყაროს გარეშე. დაქვრივებულ ახალგაზრდა ინდოელ ქალებს ზოგჯერ ახლობლები სახლში აბრუნებენ, მაგრამ უფროს თაობას წასასვლელი არსად აქვს.
ამიტომ, ათასობით ქალი მიდის წმინდა ქალაქ ვრინდავანში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც "ქვრივთა ქალაქი". მათ სჯერათ, რომ ვრინდავანი ოდესღაც კრიშნას საყვარელი ქალაქი იყო და ამ ქალაქში დაღუპული ქვრივი გათავისუფლდება "სირცხვილისგან“ და მომავალში "იმავეს აღარ გაიმეორებს."
წაიკითხეთ სრულად