სოციალურ ქსელებში უამრავ უცნაურ ამბავს ვისმენთ გაყიდულ თუ სხვა გზით გაშვილებულ ბავშვებზე, რომლებიც დღეს ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ. ჩვენს რესპონდენტს თავის ცხოვრებაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა, ღელავდა და ტიროდა, რამდენჯერმე წამოიწყო და აზრს თავს ვერ უყრიდა... ის 4 შვილის დედაა, მათგან ერთი მისმა დამ
ნინელი გ.
- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი ან რა შედეგი ექნება ამას, მაგრამ მინდა, ჩემი ისტორია სხვებმაც გაიგონ. ვიცი, ჩემს მდგომარეობაში ბევრი დედაა. ეს ნაბიჯი მარტო მე არ გადამიდგამს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უდიდესი და ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ამაზე მაშინ არ მიფიქრია...
საკუთარი შვილი გასაზრდელად ჩემს დას მივეცი, რადგან მას თავისი არ ჰყავდა, არადა, დედობაზე ძალიან ოცნებობდა. ახლა ვფიქრობ, ჩემს დას უცხო ადამიანისგან რომ ეშვილებინა ბავშვი და გაეზარდა, დღეს უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ისიც და მეც. წლებია, სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ, ორივე ოჯახს დიდი სადარდებელი გვაქვს, ღელავენ ჩემი სხვა შვილებიც, მაგრამ ვერ გამოვნახეთ გამოსავალი. ჩემი და სიგიჟემდე მიყვარს. თავის დროზე, ალბათ, ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.
ჩემი ამ ნაბიჯით ჩემს შვილსაც დავუმახინჯე ცხოვრება. საკუთარი შვილისგან იმხელა აგრესია წამოვიდა, მის თვალებში ვკითხულობდი, რომ მზად იყო, მოვეკალი.
ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ რამდენიმე წელია, საქართველოდან წავიდა და არ ბრუნდება.
ამხელა სტრესი გადაიტანა და ჩვენ ვერაფრით დავეხმარეთ. ერთადერთი, მისი მეგობრისგან ვიგებთ მის ამბებს.
მისი გამზრდელი დედა, რომელიც ძალიან უყვარდა, დღეს დასანახად არ უნდა...
- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი შვილი გაგეშვილებინათ? ამაზე მეუღლეც დაგთანხმდათ?
- ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, მე და ჩემი ქმარი ბედნიერები ვიყავით და სულ ვშრომობდით. ეკონომიურად არ გვიჭირს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩემი ერთი ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა, რასაც დღეს ძალიან განვიცდი და ძალიან უბედური ვარ.
წაიკითხეთ სრულად