ფერების საშუალებით ადამიანის ფსიქოლოგიის გაგება ძალიან მარტივია. თქვენი ხასიათის დამალული თვისებები ხშირად სწორედ ფერების არჩევანში ვლინდება.
აირჩიე ფერი და გაიგე მეტი საკუთარი თავის შესახებ.
ვარდისფერი

ასეთი ადამიანი ისწრაფვის ბალანსისკენ ვნებასა და სინაზეს შორის. მზრუნველი, სხვა ადამიანების მოთხოვნილებებისადმი მგრძნობიარე, ძლიერი დედობრივი (ან მამობრივი) ინსტინქტით. თუმცა, არ უყვარს რომანტიკული განწყობის დემონსტრირებას საზოგადოებაში, უპირატესობას ანიჭებს გრძნობების გამოხატვის უფრო ელეგანტურ გზებს. მისი ტკბილი და მეგობრული ბუნება ზოგჯერ შეიძლება გადაიზარდოს გულუბრყვილობაში.
იისფერი

ჭეშმარიტად თავისუფალი სულის წარმომადგენელი, რომელიც სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებს. მხატვრული და მუსიკალური ნიჭი - ამ ფერის მოყვარულებს საკმაოდ ბევრი ფარული და აშკარა შესაძლებლობები აქვთ. მეგობრები ხშირად, სიყვარულით "გიჟს" ეძახიან და ამავდროულად, ვერ წარმოუდგენიათ კომპანია მათ გარეშე. მიუხედავად საკმაოდ ექსტრავაგანტური და ექსცენტრული ხასიათისა, სიღრმისეულად მკაცრად ორგანიზებული ადამიანია.
წითელი

ღიად გამოხატავენ გრძნობებს და დაუფიქრებლად ამბობენ საკუთარ აზრს. ხშირად მოქმედებენ გაუფრთხილებლად, მაგრამ მათი მყისიერი „საბრძოლო მზადყოფნა“ და მოუთმენლობა გამომდინარეობს მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილიდან. როგორც წესი, დაჯილდოებულნი არიან კოლოსალური ფიზიკური სიძლიერით, ენერგიის შეუზღუდავი მარაგით და სიცოცხლისადმი სიყვარულით. უყვართ თავგადასავლები.
ყვითელი

ადამიანი, რომელიც ასხივებს ბედნიერებას და პოზიტივს. მუდმივად აშენებენ გრანდიოზულ გეგმებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ განხორციელებას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების ნიჭს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან ძლიერი კრიტიკოსები. უფრო ხშირად, თქვენი ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება თქვენს ფიზიკურ ძალას.
ცისფერი

გარშემომყოფებს სიამოვნებთ თქვენთან მეგობრობა. მიჩვეული ხართ პირდაპირ ლაპარაკს, ცდილობთ შეინარჩუნოთ წონასწორობა თქვენს ცხოვრებაში და ნამდვილად არ მოგწონთ მარტოობა. ფიქრობთ ნათლად და ლოგიკურად.
ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი წითლისა და ყვითლის ჰარმონიული კომბინაციაა და თქვენი პიროვნება ამას ასახავს: თქვენ თავდაჯერებული და მეგობრული ხართ. ასეთი ადამიანები ადვილად მიდიან რისკზე, ერთგულება არ არის მათი ძლიერი მხარე, ისინი მუდმივად ისწრაფვიან ახლისკენ, საინტერესო თავგადასავლებისა და მოულოდნელი ნაცნობობისკენ.
მწვანე

„მწვანეები“ (რაც საკმაოდ პროგნოზირებადია) კერპებად აქცევენ ბუნებას და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ქუჩაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ნაზი და მშვიდი. ახლობლები ხშირად მოგმართავენ კრიზისის დროს და თქვენ ყოველთვის ეხმარებით მათ ასეთი ადამიანები უფრო ხშირად მოქმედებენ როგორც გარე დამკვირვებლები, ვიდრე მოვლენების აქტიური მონაწილეები.
შავი

თქვენ სრულყოფილად აკონტროლებთ ნებისმიერ სიტუაციას და გჯერათ, რომ გარშემომყოფებს თქვენი დაცვა ნამდვილად დასჭირდებათ. კონფლიქტის მომენტებში ძლიერი ხართ თქვენს რწმენაში და ჩვეულებრივ იღებთ იმას, რაც გსურთ.