როგორ არ დაკარგოთ ზედმეტი დრო - საინტერესო რჩევები სოციალურ ქსელში სწორი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის - Marao

როგორ არ დაკარგოთ ზედმეტი დრო - საინტერესო რჩევები სოციალურ ქსელში სწორი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის

2023-03-04 12:40:44+04:00


ინფორმაციის სამყაროში ორი ძირითადი პრობლემაა: ჭარბი რაოდენობა და დაბალი ხარისხი. ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევა იმის გასარკვევად, თუ რა გვჭირდება რეალურად.

ჩვენ ვიცით, რომ სამი სახის ინფორმაცია იპყრობს ჩვენს ყურადღებას:

  • მუქარა-სიკვდილის თემა;
  • საჭმელი;
  • რომანტიკა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ თქვენი ინტერესი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "რატომ მჭირდება ეს?" სწორედ ეს მოგცემთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების ჩამონათვალს.

შექმენით სანდო წყაროების სია

ამ თემებზე დაყრდნობით, ღირს სანდო წყაროების სიის შექმნა. კარგია თუ მოისმენთ ექსპერტთა მოსაზრებებს ამა თუ იმ თემაზე, რადგან მეტად სარწმუნოა.

განსაზღვრეთ თქვენი სოციალური ინტერესი

თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების სპექტრი პირდაპირ კავშირშია თქვენს სოციალურ ინტერესებთან. მისი რეალიზება და ფორმულირება ცალკე მეცნიერებაა. მაგრამ უპირველესად განმარტეთ მარტივი რამ: რა შეგიძლიათ მიიღოთ? შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ რა სოციალური პირობები იქნება თქვენთვის მომგებიანი, ანუ რა პირობებში შეგიძლიათ შედგეთ, როგორც პიროვნება და სპეციალისტი და რა უშლის ხელს თქვენს კეთილდღეობას.

განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

როცა უპასუხებთ კითხვებს, საითკენ მიისწრაფვით, მნიშვნელოვანი თემების სია შემცირდება, მაგრამ შესაძლოა დიდად არა, რადგან ბევრი რამ ეხება ზოგადად თანამედროვე ადამიანს. მას ბევრი როლი და ინტერესი აქვს, რაც კარგია. ადამიანის ბუნებაა სხვადასხვა ინტერესების ქონა და ჯანსაღ შემთხვევაში ისინი რიგდებიან გარკვეული პრიორიტეტის მიხედვით. პრიორიტეტიზაცია რთული საკითხია, მაგრამ ეს ზრდასრულ ადამიანთა ცხოვრებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ გაქვთ თავისუფალი დრო. იმისთვის რომ გააკეთოთ რაღაც, უნდა გადადოთ სხვა, მაგრამ თუ სინანული გაქვთ იმის გამო, რისი დათმობაც მოგიწიათ, მაშინ პრიორიტებს ხელახლა უნდა გადახედოთ. ეს მუდმივი პროცესია.