როცა სიყვარული სიმდიდრეზე მნიშვნელოვანია - 4 პრინცესა, რომლებმაც სიყვარულის გამო ტიტულზე უარი თქვეს - Marao

როცა სიყვარული სიმდიდრეზე მნიშვნელოვანია - 4 პრინცესა, რომლებმაც სიყვარულის გამო ტიტულზე უარი თქვეს

2023-03-16 15:28:00+04:00


პრინც ჰარიმდე დიდი ხნით ადრე მსოფლიოში იყვნენ ახალგაზრდა მონარქები, რომლებიც სიყვარულსა და დამოუკიდებლობას სამეფო მოვალეობებზე მაღლა აყენებდნენ.

ტაილანდის პრინცესა უბოლ რატანა

ბანგკოკიდან აშშ-ში სასწავლებლად წასვლის შემდეგ, პრინცესამ სიყვარული იპოვა. ტაილანდის მოქმედი მეფის უფროსი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 1960-იანი წლების ბოლოს, ბირთვულ ფიზიკას სწავლობდა. ნიჭიერი სტუდენტი აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასე გაიცნო მისი რჩეული, თანაკლასელი პიტერ ჯენსენი. ტაილანდის კანონების თანახმად, პრინცესას ქორწინება უცხოელთან, მიუხედავად მისი წარმოშობისა, შეუძლებელი იყო, ამიტომ უბოლ რატანამ უარი თქვა ყველა სამეფო ტიტულზე, შეიცვალა სახელი და პიტერზე დაქორწინდა. წყვილმა ერთად 26 წელი იცხოვრა, განქორწინების შემდეგ რატანა შვილებთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ტიტული დაუბრუნეს.

ნორვეგიის პრინცესა მართა ლუიზა

მეფე ჰარალდ V-ის უფროს ქალიშვილს ბავშვობიდანვე ნაკლებად აინტერესებდა სამეფო მოვალეობები: ”მე ვოცნებობდი ნორმალურ მშობლებზე”, - აღნიშნა მან Bunte-სთან ინტერვიუში. პრინცესამ თავი სხვადასხვა პროფესიაში სცადა და ოქსფორდშიც კი სწავლობდა. მართა ლუიზამ 2002 წელს ნორვეგიელ მწერალზე, არი ბენსზე იქორწინა. მისი გულისთვის პრინცესამ უარი თქვა არა მხოლოდ ტიტულზე, არამედ ყოველწლიურად მილიონი დოლარის მიღებაზე. სამწუხაროდ, 14 წლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, ხოლო 2019 წელს პრინცესას ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა.

იაპონიის პრინცესა მაკო

2017 წელს იაპონიის პრინცესა ცოლად მეგობარს გაჰყვა, რომელთან ერთადაც ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში სწავლობდა. ქორწინების შემდეგ, მაკო იძულებული გახდა მთლიანად გაეწყვიტა ურთიერთობა ოჯახთან და დაეტოვებინა იმპერიული სასახლე, როგორც ამას იაპონური კულტურა მოითხოვს.

შვედეთის პრინცესა მადლენა

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტაფის უმცროსი ქალიშვილს გაუმართლა: ქორწინებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წესი დაარღვია, მაგრამ მაინც მოახერხა ტიტულის შენარჩუნება. 2013 წელს იგი ამერიკელ ბიზნესმენ კრისტოფერ ო'ნილზე დაქორწინდა და მასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მათი შვილები შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ, მაგრამ 2019 წლის განკარგულებით, ჩამოერთვათ ტიტულები და გათავისუფლდნენ წარმომადგენლობითი მოვალეობებისაგან.