40 წლის კახამ 35 წლის ეკა გაიცნო. ეკა საკმაოდ ულამაზოა, მაგრამ არც კახაა უფლისწული. ის პუტკუნა, ღიპიანი, თავმოტვლეპილი და სათვალეებიანია. დღეს კახა პირველად მიდის სტუმრად ეკასთან.
გზად სუპერმარკეტში შეიარა, რომ ბომბონერი და შამპანური ეყიდა. პრეზერვატივების ვიტრინასთან გაჩერდა და ღრმად ჩაფიქრდა.
მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება მას კარნახობს, რომ თუ პრეზერვატივებს იყიდის, რაღაცა აუცილებლად მოხდება და სექსი არ ექნება; მაგრამ, თუ არ იყიდის, ეკა აუცილებლად წაათრევს მას თავის საძინებელში და პრეზერვატივის უქონლობის გამო საქმე ლოგინამდე აღარ მივა.
კახა კატატონიაში ვარდება.
ამ დროს ეკა დგას სარკის წინ და ფიქრობს - გაიპარსოს თუ არა ფეხები. მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება მას კარნახობს, რომ თუ ის ფეხებს გაიპარსავს, რაღაცა აუცილებლად მოხდება და სექსი არ იქნება.
ხოლო, თუ არ გაიპარსავს, ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყობა და როდესაც საქმე ინტიმამდე მივა, ქალური თავმოყვარეობა არ მისცემს საშუალებას, რომ ლოგინში გაუპარსავი ფეხებით დაწვეს.
კითხვა: - ბოლოს და ბოლოს, როგორ დაკავდეს სექსით ეს ორი ადამიანი?