სტერკორარიუსი - ძველი რომი პირველი იყო, რომელიც კანალიზაციის პროტოტიპების ისტორიაში მოიხსენიება.
მაგრამ რომის კანალიზაცია არ იყო ცენტრალიზებული. ის ყველა ოჯახს ინდივიდუალურად ჰქონდა. როდესაც ტუალეტის კონტეინერი ივსებოდა, საჭირო იყო ვიღაც, ვინც მოვიდოდა და წაიღებდა ამ "სიკეთეს". ვინ იყო ეს ადამიანი? - რაღა თქმა უნდა, სტერკორარიუსი.
ორგიების ორგანიზატორი
ეს იყო რაღაც თანამედროვე ივენთ-მენეჯერის სტილში. სიტყვა "ორგია" არ ნიშნავდა იმას, რაც დღეს იგულისხმება. ეს იყო მაღალი კლასის გრანდიოზული ვახშამი დიდებული საჭმლითა და ქალებით, რომელიც ზოგჯერ სექსუალური ხასიათის ამბოხით მთავრდებოდა.
ორგიის ორგანიზატორი ვალდებული იყო, უზრუნველეყო საყიდლები, გაეფორმებინა და მოეწყო დარბაზი, გამოეყო ოთახები სტუმრებისთვის, დაეპატიჟა ქალები და ა.შ. ეს არ იყო პატივსაცემი პროფესია და შესაბამისად, მათი წარმომადგენლები არ უყვარდათ, მაგრამ ხშირად სარგებლობდნენ მათი მომსახურებით.
ურინატორი
ურინატორების ამოცანა 30 მეტრზე მეტ სიღრმეზე ჩაყვინთვა იყო. მათ ყველაზე ხშირად სამშენებლო კონსტრუქციების წყალქვეშ დასაყენებლად ქირაობდნენ. მყვინთავს ჰქონდა ჟანგბადის პაკეტი და ტვირთი, რომელიც ფეხებზე მაგრდებოდა სიმძიმისთვის. ეს სამუშაო ძალიან პატივსაცემი და მაღალანაზღაურებადი გახლდათ.
პანაშვიდის კლოუნი
პანაშვიდის კლოუნს უხდიდნენ იმისთვის, რომ მას გარდაცვლილის სამოსი ჩაეცვა და დაკრძალვის ცერემონიალზე ემხიარულა, ეცეკვა და ეხუმრა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ასე ბოროტ სულებს განდევნიდნენ და გარდაცვლილს საიქიოში სიხარულს მოჰგვრიდნენ. დაკრძალვის ცერემონიალის მსვლელობისას, კლოუნი დარბოდა მიცვალებულის გარშემო, ხუმრობდა და მის მანერებს იმეორებდა. ზოგიერთი ასეთი კლოუნი დიდ პატივში იყო, რადგან მათ ერგოთ "ბედნიერება", მომსახურებოდნენ ცნობილ ადამიანებს და თვით იმპერატორებსაც კი.