შენი ჰორმონები ველურდება - მუხლები გიკანკალებს, გულისცემა გიჩქარდება, ხელისგულები გისველდება და თავი ტრიალებს.
ეს ყველაფერი ორგანიზმის ქიმიკალებისა და ჰორმონების დამსახურებაა. აღნიშნული სიმპტომები ეიფორიას გიქმნის და ენდორფინი უმაღლეს დონეს აღწევს. ამას ვერაფერს მოუხერხებ, სიყვარული ფიზიკურად გიჟად გაქცევს.
იძინებ და იღვიძებ ვიღაცაზე ფიქრით - გაღვიძებიდან დაძინებამდე შენი თავი სავსეა იმ ადამიანზე ფიქრებით. არადა, სულ ცოტა ხნის წინ შენ ბევრი საფიქრალი გქონდა, ახლა კი შეიძლება გიკვირს კიდეც, რომ ამქვეყნად სხვა თემით ვეღარ ინტერესდება შენი ტვინი. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ფიქრები ავტომატურად, შენგან დამოუკიდებლად მოდის.
იცინი, როდესაც მარტო ხარ - ჩვენ ყველას გვინახავს ისინი, წერენ მესიჯს და იღიმიან. ეს ადამიანები შეყვარებულობის ყველაზე მარტივი მაგალითია. თუმცა ღიმილი მაშინაც მოდის სახეზე, როდესაც ხედავ მის ფოტოს ან უბრალოდ, ფიქრობ მასზე და ამ დროს გვერდიდან შენ ნამდვილად ჰგავხარ გიჟს.
ცოტა აკვიატებული ხდები - გაინტერესებს მის შესახებ ყველაფერი და ხშირად გიტრიალებს თავში ფიქრი: "ნეტავ ამ წუთას რას აკეთებს?"
აკეთებ შემაცბუნებელ რაღაცებს - "იუთუბზე" მილიონი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ, სადაც ბიჭები საკუთარ შეყვარებულებს ფლეშმობებს უდგამენ, უმღერიან და ა.შ. ეს სიყვარულია.
აკეთებ იმას, რაც შენთვის კომფორტული სულაც არაა - მაგალითისთვის ბიჭები, რომლებიც შეყვარებულთან ერთად იოგაზე დადიან და გოგონები, რომლებიც ფეხბურთს უყურებენ.
მეტ ყურადღებას აქცევ საკუთარ გარეგნობას - ამას მეტი დრო, წვალება და ენერგია სჭირდება, მაგრამ არ გადარდებს, რადგან გინდა, კარგად გამოიყურებოდე და შენი მცდელობები ზოგჯერ სიგიჟესაც ჰგავს.
იხილეთ სრულად