ბლოგი

როგორ არ უნდა მოვიქცეთ თუ გათხოვება გვინდა

როგორ არ უნდა მოვიქცეთ თუ გათხოვება გვინდა
რატომ არ გყოფნით გამბედაობა, ჩახედოთ სიმართლეს თვალებში და აღიაროთ, რომ აუტანელი ხასიათის ბრძანდებით.
ყველა ქალს როდი შეუძლია, დაინახოს საკუთარ თავში ნაკლი და მიხვდეს, რა უშლის ხელს საყვარელი მამაკაცის პოვნაში. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხომ ყველაზე მეტად ანჩხლ, ჭირვეულ ქალბატონებს გაურბიან.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი თითოეული პუნქტი და თუ უმრავლესობა ნაცნობად მოგეჩვენებათ, სწრაფად იზრუნეთ ნაკლის გამოსწორებაზე, რათა ახლა მაინც მოაგვაროთ თქვენი გათხოვების პრობლემა.

  1. თავს კარგად გრძნობთ, როცა სისაძაგლეებს ლაპარაკობთ და საზიზღარ ჭორს ავრცელებთ;
  2. დარწმუნებული ხართ, რომ თავდაცვის
    საუკეთესო საშუალება თავდასხმაა;
  3. უპასუხოდ არ ტოვებთ თქვენი მისამართით ნათქვამ არცერთ უმნიშვნელო რეპლიკასაც
  4. კი;
  5. მიგაჩნიათ, რომ თუ თქვენს კოლეგას პრემია მისცეს, მას აუცილებლად აქვს რომანი უფროსთან ან მის მოადგილესთან მაინც;
  6. თქვენ მშვენივრად ხართ, როცა სხვას ძალიან უჭირს (სხვაში, ბუნებრივია, იგულისხმება ახლობელი ადამიანი);
  7. ყოფილ შეყვარებულს (ან ქმარს) ყველასთან ლანძღავთ;
  8. არასოდეს წახვალთ წვეულებაზე მეგობართან ერთად, თუ ის თქვენზე კარგად გამოიყურება;
  9. თქვენი საყვარელი გასართობი ინტრიგის ხლართვაა, თუნდაც იმ ინტრიგიდან სასიკეთოს არაფერს მოელოდეთ;
  10. საყვარელ ადამიანს შეცდომას არ აპატიებთ და ყოველდღე ღიმილით ახსენებთ, რომ სულელი და უნიჭოა;
  11. უდიდეს სიამოვნებას იღებთ, როცა ადამიანებს ერთმანეთს აჩხუბებთ და თქვენი ენის გამო საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მიდის;
  12. მოგწონთ, როცა მარტოხელა მეგობარს უყვებით, როგორ გაღმერთებენ მამაკაცები და მას კი ცხოვრებაში არ გაუმართლა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
ნინია
ეს უნდა იყოს ტესტი:ხართ თუ არა ბოღმა :D:D:D:D
16:55 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახო
საცოდავი ქართველები, რომ არ თქვენი მრავლისმომცველი პუბლიკაციები, რა ეშველებოდათ, რა გზით გავიდოა ფონს ჩვენი ახალგაზრდობა, პირდაპირ საოცრებაა ეს თქვენი დამოძღვრის მეთოდები. ეს ხომ ელემენტარული საკითხებია, რომელსაც ადამიანი, თუ გონებაჩლუნგი არ არის, შესანიშნავად უნდა გრძნობდეს სიტუაციას და შესაბამისადაც უნდა იქცეოდეს, ინტუიციის გრძნობაც სწორეს იმიტომ არის ჩატვირთული ადამიანის ცნობიერებაში, რომ ნებისმიერ ვითარებას შეძლებისდაგვარდ გაართვას თავი, და არ არის საჭირო აი-იას სწავლება. ვაიმე რამდენი მალაპარაკა ამ პუბლიკაციების დიადმა ავტორმა, ისე გირჩევდით, უფრო ღირებულ და უფრო მეტად კვალიფიციურ თემებზე გემუშავათ და შედარებით მეტი პროფესიონალიზმით. აი, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ჩემო გვრიტებო....
12:17 / 28-12-2011
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93