წმინდა ვალენტინის დღეს ყველა გოგონას უნდა, გამოიყურებოდეს განსაკუთრებულად ლამაზად, ფრჩხილების ჩათვლით, ამისათვის კი დროა, ჩაეწეროთ მანიკიურზე, ხოლო ნეილ-ოსტატისთვის საჩვენებლად ყველაზე ნაზი, რომანტიკული, თამამი დიზაინის იდეებს მოვუყარეთ თავი სიყვარულის დღის თემატიკაზე.
- წინასადღესასწაულო განწყობა ყველაზე პოპულარულ დიზაინებში ნეილ-ოსტატებთან უკვე საკმაოდ იგრძნობა, ვინაიდან გოგონები ხშირ შემთხვევაში წითელ ლაქს თეთრი გულებით ანიჭებენ უპირატესობას, რაც გასაკვირი სულაც არ არის, კლასიკური წითელი ხომ ვალენტინობის მთავარი ფერია, ხოლო გული - სიყვარულის მთავარი სიმბოლო!
- მეორე პოპულარობით, წითლის შემდეგ, ვარდისფერ ტონალობაში გაწყობილი მანიკიურია. შეგიძლიათ "მატე" ვარდისფერს აბრეშუმის ელემენტებით გაწყობილი დიზაინი შეურიოთ.
- ფრანგული მანიკიურის და მინიმალიზმის მოყვარულებს ვურჩევთ, ყურადღება გულებზე გაამახვილონ. სთხოვეთ ნეილ-ოსტატს პატარა თვლებით გაწყობილი გულების შექმნა ფრჩხილზე.
- მკვეთრი დიზაინების მოყვარულებს შეუძლიათ ცნობილი «Love is…»-ის სცენები დაიტანონ ფრჩხილზე ან უბრალოდ «I Love You»-წარწერა გაიკეთონ მკვეთრი ფერის ლაქით.
წყარო