Notice: Undefined variable: menuitem in /var/www/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 160

დევიდ კომას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია

დევიდ კომას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია
საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი დევიდ კომა იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ახასიათებთ ესთეტიკური თვითმყოფადობა, პერფექციონიზმის შეგრძნება და ინდივიდუალური ხასიათი.

დევიდ კომას აქვს უნარი შეინარჩუნოს ხედვა და ყოველ სეზონზე საკმარისი სიახლე შემატოს კოლექციას, რაც უფრო თვალშისაცემს ხდის მის ნამუშევრებს მოდის კონკურენტუნარიან ბაზარზე.

სტრუქტურირებული კოსტიუმები, გამოყვანილი წელი, არქიტექტურული სილუეტები, ელეგანტურობისა და გრაციოზულობის ნაზავი - ეს სწორედ ის დეტალებია, რომლებსაც დევიდ კომას კოლექციების დათვალიერების დროს ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა დიზაინერმა საკუთარი საქმიანობით მოდის
კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ბეჭდვა
e87a93