მეცნიერების მიერ შედგენილი კალკულატორი ნებისმიერ ქალს აძლევს საშუალებას, გაიგოს, რა ასაკამდე უნდა მოასწროს გაჩენა და როდის იქნება გვიანი. ამ სქემით სარგებლობას ნებისმიერი პოტენციური დედა შეძლებს.
"გაჩენას ყოველთვის მოვასწრებ, მანამდე კი ჩემს ნებაზე უნდა ვიცხოვრო", - ასეთ ფრაზას დღეს ბევრი ქალისგან გაიგონებთ. თუმცა მეცნიერები სულ სხვა რამეს ამბობენ: ფერტილობა, ანუ შვილოსნობის უნარი, ასაკთან ერთად იცვლება და ახლა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის სპეციალისტებმა მეთოდიც იპოვეს, რომელიც ნებისმიერი ქალისთვის გამოთვლის შვილოსნობის ასაკს.
ეს კალკულატური საშუალებაა, გამოთვალოთ დაორსულებისთვის საუკეთესო ასაკი იმის მიხედვით, რამდენი შვილის გაჩენა გსურთ. მეცნიერების მიერ შედგენილი ეს გათვლები 300 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა – 58 ათასზე მეტი ქალის რეპროდუქტიული შესაძლებლობების შესახებ.
მაგალითად, თუ გსურთ, სამი შვილის დედა გახდეთ, სჯობს დრო არ გაწელოთ და ამაზე მუშაობა უკვე 23 წლიდან დაიწყოთ.
იხილეთ სტატია სრულად