მე ის დედა ვარ – გათხოვების დღიდან რომ შვილზე ოცნებობს… მე ის დედა ვარ – ერთი თვის მერე ორსულად რომ არ იყო და თავი უშვილო ეგონა…
მე ის დედა ვარ – წლები რომ გაატარა შვილის ლოდინში…
მე ის დედა ვარ – ორსულობა რომ შეიტყო და ცრემლები ღვარა…
მე ის დედა ვარ – ცხრა თვის მანძილზე სულ რომ ეგონა, ბავშვს რაღაც უჭირდა…
მე ის დედა ვარ – ექოსკოპიის გადაღებიდან მხოლოდ ერთი კვირა რომ იყო მშვიდად…
მე ის დედა ვარ – ექოსკოპიაზე ბავშვი 300 გრამი რომ იყო, ნორმა კი - 250 და - გოლიათიაო, უხაროდა…
მე ის დედა ვარ – ორსულობაში ბოლი რომ შეისუნთქა და გინეკოლოგს დაურეკა, ბავშვი ხომ არ გაიგუდებოდაო…
მე ის დედა ვარ – 10 დეკემბერს რომ უთხრეს, გაჩნდებაო და 11 დეკემბერს ეგონა, ჩაეხარშა ბავშვი…
მე ის დედა ვარ – ერთი დღე-ღამის ტკივილი რომ ერთ წამში დაავიწყა გულზე დაწვენილმა შვილმა…
მე ის დედა ვარ – რომ ეგონა, შვილს შეუცვლიდნენ სამშობიაროში, რადგან ყველაზე ლამაზი გააჩინა…
მე ის დედა ვარ – ერთი წამით რომ არ დაუტოვა ექთნებს პატარა…
მე ის დედა ვარ – სამშობიაროში დღე საუკუნედ რომ ექცა…
მე ის დედა ვარ – არაერთი ღამე რომ უთია მუცლის ტკივილით ატირებულ შვილს…
მე ის დედა ვარ – პირველად რომ შვილს საჭმელი გადასცდა, მიატოვა და გარბოდა…
მე ის დედა ვარ – ღამის თენების მიუხედავად, დღე ძილი რომ არ ეკარებოდა…
მე ის დედა ვარ – მძინარე შვილს რომ ხელს ადებდა და უსმენდა, ხომ სუნთქავსო…
მე ის დედა ვარ – 20-წუთიანი რწევის მერე რომ დააძინებდა და 5 წუთში მღვიძარი შვილი რომ ენატრებოდა და მის გაღვიძებას ნატრობდა…
მე ის დედა ვარ – სახლი რომ არეულია, ელოდება, ბავშვი დაიძინებს, მივალაგებო და დრო ყავის სმაში გაჰყავს.
მე ის დედა ვარ – შვილს რომ სიცხეს აძლევს და ნადგურდება…
იხილეთ სრულად