ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებულ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელისა და მისი საყვარელი ქალიშვილის, ჰარპერის ფოტოს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. "ექსპერტები" აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ 4 წლის ჰარპერი ისევ საწოვარას წოვდა.
დევიდმა ვერ დახუჭა თვალი კრიტიკაზე და საპასუხო ნაბიჯი გადადგა – ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ჩათვალა, რომ უკეთესად იციან, როგორ გაზარდონ შვილი. ბექჰემმა ყველა ეს "მცოდნე" თავის ადგილზე დასვა:
"რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ უფლება აქვთ, გააკრიტიკონ მშობლები საკუთარი შვილების აღზრდის გამო, თანაც მაშინ, როცა არ იციან ფაქტები?? ყველამ, ვისაც შვილი ჰყავს, იცის, რომ როცა პატარა ცუდად გრძნობს თავს, გაციებულია, მაშინ მშობლები ყველანაირ საშუალებას მივმართავთ, რათა მას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და უმეტეს შემთხვევაში, ეს საშუალება საწოვარაა. ასე რომ, მათ, ვინც კრიტიკას ამჯობინებენ, ვეტყვი, რომ კარგად დაფიქრდნენ იქამდე, სანამ სხვის შვილებზე ილაპარაკებენ. თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება გამაკრიტიკოთ, როგორც მშობელი..." - წერს ბექჰემი საკუთარ ფოტობლოგზე.
ასევე იხილეთ:
მამიკოს გოგო: დევიდ ბექჰემი ჰარპერის მიმართ გრძნობებს ვერ ფარავს
დევიდ ბექჰემი – საოცნებო მამიკო!