ცნობილი ბლოგერისა და ფსიქოლოგის, ოლგა ვალიაევის ემოციური ბლოგ-პოსტი მშობლებს.
"გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის! მათ არა მხოლოდ არ სჭირდებათ ეს, არამედ საზიანოცაა მათთვის. მე ვხედავ ქალებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ ცხოვრებაზე შვილების გამო. ამ პატარა ისტორიებში ზოგიერთი მშობელი საკუთარ თავს ამოიცნობს.
* დედამ მარტომ გაზარდა ნიკოლოზი. მეორეჯერ პირადი ურთიერთობის აწყობა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება ბავშვს შესწირა. უყიდა ბინა, მიაღებინა უმაღლესი განათლება. ნიკოლოზი შესანიშნავი და წარმატებული მამაკაცი დადგა, მაგრამ უკვე 50 წლისაა. ოჯახი და შვილები არც ჰყოლია. მთელი ცხოვრება ცდილობდა, გადაეხადა დედისთვის ამაგი, მაგრამ ვერ მოახერხა.
* ქსიუშას მამა დღე და ღამე მუშაობდა შვილების გამო. მას დიდი გეგმები ჰქონდა - განსაკუთრებით, გოგონასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ნიჭიერი იყო. მამას ოცნება იყო, შვილი ექიმი გამხდარიყო და ყველაფერში უწყობდა ხელს. შეუგროვა ფული უნივერსიტეტისთვის. გოგონამ კი უარი თქვა. მას უნდოდა ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით. უნდოდა გამხდარიყო მხატვარი. მაშინ მამამ გადაწყვიტა, "მოერჯულებინა" შვილი და მისცა მას ხარჯების ფურცელი. ხარჯებში შედიოდა ყველაფერი: სკოლაში სწავლის საფასური, წრეების გადასახადი, ტანსაცმლისა და საჭმლის ფული. ძნელი მისახვედრი არ არის: ქსიუშას მას მერე მამა თვალით აღარ უნახავს. აგერ, უკვე 30 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ.
* დედამ ირას გულისთვის საკუთარ ცხოვრებაზე თქვა უარი. განქორწინების შემდეგ არ უნდოდა არც პაემანი და არც ახალი ურთიერთობები. ეშინოდა, ბავშვს ტრავმას მივაყენებო. გოგონა გაიზარდა და ვერ ტოვებს დედას. არ შეუძლია პაემანზე წასვლაც კი. ვერ უშვებს ფიქრს იმაზე, რომ დატოვებს დედას და საკუთარ ცხოვრებას მიხედავს. ირა 40 წლისაა. გაუთხოვარია. შვილები არ ჰყავს.
* იგორის და ჟენიას შვილები ძალიან კარგები იყვნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ შვილების გამო, შეუძლებელსაც კი. ოჯახი ითვლებოდა მეგობრულად: ოჯახური სადილები, დღესასწაულები, შვებულებები. მხოლოდ ამ მზრუნველობაში მეუღლეობა დაკარგეს. მათ აღარაფერი აკავშირებდათ. ერთად 30 წელი გაატარეს, როგორც დედ-მამამ. შემდეგ, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ბავშვების გარდა, თურმე, აღარაფერი აკავშირებდათ. ჟენია ამას აქამდე განიცდის. 37 წლისაა და არ აქვს გათხოვების სურვილი. ეშინია მშობლების ისტორიის გამეორების.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge