35 წლის სტეფანი სმიტმა და მისმა პატარა შვილმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს. სამი თვის ასაკში მის ესაიას კანზე გამონაყარი გაუჩნდა.
თავიდან ჩვეულებრივ ალერგიას ჰგავდა, თუმცა არავითარი ანტიალერგიული საშუალება არ იყო შედეგიანი. უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე სულ უფრო იზრდებოდა წითელი უბნები და ზოგ ადგილას სისხლიც კი სდიოდა.
ექიმებმა ბავშვს ეგზემის დიაგნოზი დაუსვეს და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა დაუნიშნეს. თავიდან თერაპიამ თითქოს შედეგი გამოიღო, მაგრამ მალე ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა. თანაც, დაზიანებული ადგილიდან ლიმფა და სისხლი წამოვიდა, კანი გაუხეშდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მდგომარეობა აშკარად გაუარესდა, ექიმები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ მას ეგზემა ჰქონდა და არც პრეპარატები შეუცვლიათ. ბიჭი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. თანდათან თმის ცვენაც დაეწყოთ. სტეფანი ექიმიდან ექიმთან დადიოდა, მაგრამ შველა არსად არ იყო. უფრო მეტიც, აიძულეს, ბავშვისთვის ძუძუც აღარ ეწოვებინა - თითქოსდა მის რძეში არსებული ცილები კიდევ უფრო გაუფუჭებდა მას საქმეს.
ხუთი თვის ასაკში უკვე ისე გართულდა მდგომარეობა, ბავშვი კლინიკაში მიიყვანეს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიაგნოზი და ძლიერი ჰორმონალური პრეპარატები დაუნიშნეს. ორ დღეში ბავშვი დროებით გამოკეთდა, მერე კი ყველაფერი ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა. მთელი მისი სხეული ერთ დიდ ჭრილობად იქცა, კანი ნებისმიერ შეხებაზე, პრაქტიკულად, იხლიჩებოდა. მხოლოდ წყალში გრძნობდა თავს კარგად და აბაზანაში აბანავებდა ხშირად დედა, რომ ცოტა დაესვენა. ძილის დროს კი ხელებს დოლბანდებით უხვევდა, რომ მძინარე პატარას საკუთარი თავისთვის ტრავმა არ მიეყენებინა.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge