20 ტიპის დედა თქვენს ”ფრენდლისტში”- სახალისო სტატია გიფებით

20 ტიპის დედა თქვენს ”ფრენდლისტში”- სახალისო სტატია გიფებით
ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი და მისი ქალღმერთი დედაა. ჩვენ რამდენიმე, ყველაზე პოპულარული ტიპის დედების სია შევადგინეთ.













დედა-ობიექტივი



შვილის ფოტოები: ბავშვი ცეკვავს, მღერის, იღიმის, ტირის, ქუდში, პლაჟზე, სძინავს, ქოთანზე... და ასე დაუსრულებლად. არც ერთი მომენტი კადრის გარეშე და მერე ყველა კადრის ქსელში ატვირთვა.

დედა-ბოდიბილდერი

ფოტოზე ჯერ დედის დაკუნთული სხეული ჩანს, სადღაც უკან - ბავშვი. თუ ახალი ბოტასი ან ვარდისფერი სპორტული ჩანთა იყიდა, აუცილებლად ატვირთავს ფოტოს. ეს ქალი ცხოვრობს დევიზით: ”სამი შვილი მყავს და აი, ასეთი ბიცეპსები მაქვს,
შენ კი ცხიმიანი ძროხა ხარ”.

დედა შენზე უკეთესია

მან იმისათვის შექმნა სოციალურ ქსელში გვერდი რომ ყველა აკონტროლოს, ყველას კომენტარს გამოეხმაუროს. მას ყველაფერი ყველაზე უკეთესი აქვს და ჰყავს: ერთგული ქმარი, ჭკვიანი შვილები, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, ეკო-სათამაშოები, დაქირავებული პედაგოგები.

დედა ბუნებაში

მისი შვილები ბაყაყებს კოცნიან და სველ ბალახზე ფეხშიშველები დარბიან. ბავშვებისთვის ზამთრის სვიტერს აუცილებლად ცხვრის ბეწვისგან მოუქსოვს, რომელსაც თავად დაართავს და შეღებავს (ნატურალური საღებავებით, რა თქმა უნდა). ჯანმრთელი შვილები ჰყავს და თავადაც შუასაუკუნეების ფრესკებიდან გადმოსულ ჯანსაღ ქალს ჰგავს.

დედა-ჩააბარე ანგარიში

საინტერესოა, ყველაფრის გაკეთებას, რაზეც წერს, როგორ ასწრებს?.. უზარმაზარ ”პოსტებს” აცხობს და სურათებსაც არ ინანებს. როგორ ისეირნეს, რა ჭამეს, როგორი პლასტირი უნდა დაიკრათ. ზოგჯერ გეჩვენება, რომ მის ცხოვრებაზე უფრო მეტი იცი, ვიდრე საკუთარზე.

დედა-კონკურსანტი

ქალურობის მარათონის მონაწილეა. იმარჯვებს კონკურსებში, აქვეყნებს და ”დალაიქებას” ითხოვს ვაჟის ლექსებსა და გოგონას ნახატებზე. მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და ყველას პირად შეტყობინებას უგზავნის, რომ არ დარჩნენ გულგრილები სხვების გაჭირვების მიმართ.

დედა-მოტივატორი

ძნელი სათქმელია რა საქმიანობას ეწევა. დილა იწყება მინდორში გადაღებული ფოტოებით და კოელიოს ფრაზებით. შუადღეს გასამხიარულებლად ანეკდოტებს აქვეყნებს, საღამოს - რომანტიკულ ფოტოებსა და ციტატებს. ზოგჯერ გგონია, რომ ის დედა კი არა, გადაცმული მამაკაცია და დაშიფრულ ტექსტებს შტაბში შპიონებს უგზავნის.

დედა-პროფბლოგერი

ყველა ფოტო სარეკლამო აქციაზეა გათვლილი. მუზეუმის დათვალიერება - პრეს-ტური; ახალი სათამაშოს განხილვა - ინტერნეტ-მაღაზიების მიმოხილვა. აკომენტარებ მის პოსტებს და ხვდები, რომ შენც რეკლამის სახედ გაქციეს.

დედა-მებრძოლი

ჯერ ფეხმძიმეების უფლებების დაცვაზე იბრძვის სამშობიაროს პერსონალთან; შემდეგ ებრძვის საბავშვო ბაღის, სკოლის სისტემას. მორიგი შვილის გაჩენისთანავე სიტუაცია მეორდება. ზოგჯერ, ჩვილს სლინგით იხუტებს გულზე და მიდის... მიტინგზე.

დედა-კატასტროფა

ეწვება ან უფეთქდება ქვაბები, მის სახლში დაფრინავენ კატები, ვარდება ჭაღი, იმსხვრევა ჭურჭლის სერვისი. მის შვილებს ტრავმპუნქტში ყველა იცნობს, შინაურ ცხოველებს - ვეტკლინიკებში. მის საქციელს აკრიტიკებენ, ის კი ყველა უსიამოვნებას გულიანი ხარხარით განიხილავს მეგობრებთან.

დედა-პატრიოტი


ბავშვს ყველაფერი უნდა ჰქონდეს ქართული: იავნანა, ზღაპრები, მულტფილმები. არავითარი უცხოური სათამაშო, ჩიჩილაკი - ახალ წელს და ხისგან გამოჩორკნილი თოჯინა ბარბის ნაცვლად. პატრიოტული ლექსები; მოგვიანებით, - პატრიოტული სადღეგრძელოები.

დედა მამაკაცების წინააღმდეგ

რისი განხილვაც არ უნდა იყოს ბლოგში, ყველაფერი მამაკების გაკიცხვით სრულდება. იბრძის გენდერული თანასწორობისთვის, აკრიტიკებს დაქალების ქმრებს, მაგრამ თავად გათხოვილია, ჰყავს შვილები და "ქუხნაშიც" ტრიალებს.

დედა-დიასახლისი

დილით ბიჭებს დეკოლტეს ფოტოთი აღიზიანებს, შუადღეს ქმრის კრიტიკულ როლზე პოსტს აქვეყნებს, საღამოს მშიერ საზოგადოებას კულინარიული რეცეპტებით აძღობს. შვილების აღზრდის საკუთარი მოსაზრება აქვს: ისე მოქეცით, რომ მამა არ დაძაბოთ.

დედა-პროგრესორი

დრამ-წრე, ფოტომოყვარულთა კლუბი და ა.შ. შინ კი შემოქმედებითი ნამუშევრებით სავსე ყუთები და კედელზე - განრიგების ცხრილი. ნუ ეცდებით, თქვენს შვილს იმის ნახევარი ასწავლოთ, რასაც მისი შვილი უკვე ფლობს. უბრალოდ, გიხაროდეთ, რომ მსოფლიოში ახალი სუპერმენი იზრდება.

დედა-წესების წინააღმდეგ

ყველაფერს ეწინააღმდეგება, ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს, ზამთარში ბავშვს უქუდოდ ასეირნებს, ზაფხულში - პანამის გარეშე. ნებას რთავს გემო გაუსინჯოს სილას ეზოში და სავაჭრო ცენტრში იატაკი მოლოკოს. ჩვილობიდან დაჰყავს როკ-ფესტივალებზე. ქსელში აქვეყნებს ორიგინალურ ფოტოებს, სადაც მისი შვილი კატას კბენს.

დედა-კენგურუ

შვილს მის გარეშე ვერ ნახავთ. სძინავს დედის საწოლში, მისი თეფშიდან ჭამს, ხელში ატატებული დასეირნობს, მისი მძივებით თამაშობს. რა თქმა უნდა, დედა შვილს ბუნებრივად კვებავს ნებისმიერ დროს და ადგილას. როგორც დედა, უწყინარია, მაგრამ ძალიან ნერვული. განსკუთრებით რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ ოდესმე შვილებს მისი დახმარების გარეშე მოუწევთ ცხოვრება.

დედა-კომპლექსი

ჩაფლულია სამსახურში და დარწმუნებულია, რომ შვილს ყურადღებას აკლებს. ამიტომ, უსრულებს ყველაფერს, რასაც ბავშვი მოისურვებს. უქმეებზე ბავშვები ერთდროულად სამ ადგილას დაჰყავს. ბავშვებთან ურთიერთობისას, მის მეტყველებაში ჩნდება სიტყვები: ”უეცრად”, ”მოულოდნელად”, ”უკვე სცოდნია”. უყვარს რჩევის მიცემაც: ”უყიდეთ, რასაც გთხოვთ...”

დედა-ფიფა

თურმე ბიჭის გამოწყობაც შეიძლება. მის გვერდით კი, საბავშვო მოედანზეც კი უბადლოდ გამოწყობილი დედაა. შვილს მუდამ უწყობს ფოტოსესიებს. და არც რჩევების დარიგებას ერიდება, თუ ვინ რა უნდა ჩაიცვას და როგორ მოუაროს თავს.

დედა-ტანჯულა

ფეხმძიმობას ისეთი განცდით აღწერდა, მრავალმა ქალმა გადაიფიქრა შვილის გაჩენა. მშობიარობამ სხეული დაუნგრია (აღწერაც დაწვრილებითია). ბავშვებმა გაანადგურეს ბინა, ქორწინება, სოციალურ ქსელებში აქტიურობას არ აცლიან. საოცარი ისაა, რომ მშვენივრად ცხოვრობს და ტენერიფეზე დასვენებასაც არ იკლებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93