რა არის სიყვარული ბავშვების განმარტებით?

რა არის სიყვარული ბავშვების განმარტებით?
ამ გრძნობაზე ყველგან ლაპარაკობენ - ქუჩაშიც, სახლშიც, სამსახურშიც და ცხადია, სოციალურ ქსელებშიც.

ამას წინათ ერთ-ერთ ფორუმზე მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვა დაიდო, რომელიც ცხადია, კომენტარების გარეშე არ დაუტოვებიათ. მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, - რა არის სიყვარულიო? აი, რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა, ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ამ საქმეში ბაბუ ეხმარებოდა მაშინაც კი, როცა თავადაც დაუავადდა ხელები ართრიტით. აი, ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი:
სიყვარულია, როცა შემწვარ კარტოფილს სხვას უწილადებ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი:
სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი:
სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები, - შენი პერანგი მომწონსო, ის კი ამ პერანგს ყოველდღე იცვამს.

5 წლის მერიენი:
სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით
შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი:
როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოსთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

8 წლის ჯესიკა:
თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 11 /
თამო
სიყვარული რა არის? ალბათ ბევრს გასჩენია საკუთარ თავტან კიტხვა ტუ არა სიყვარული მე ვინ ვიქნებოდი ეხლა სიყვარული არის ჩვენი მასაზრდოებელი წყარო რომელსაც ვსვავთ მაგრამ ის არ ილევ არ ილევა რადგანაც უშრეტია მისი ნაკადი სიყვარული სწორედ ჰაერსა და წყალს გავს რომლის გარეშეც ჩვენ ადამიანები ვერ ვიარსებებთ... სიყვარულია როდესაც საყვარელი ადამიანის გახსენებისას სახე გიღიმის თვალები კი ცრემლიტ გევსება სახე გიღიმის იმიტომ რომ ის შენტანააა შეილება ფიზიკურად ვერა აგრამ მაინც სჰენტანააა თვალები კი გულიდან წამოსული ცრემლებიტ გევსება რადგანაც გტკივა მის გარესჰე გატარებული ყოველი წამი ყოველი წთ ყოველი დგე კი სიკვდილის ტოლფასია... ეს ყველაფერი ორმხრივი და ნამდვილი სიყვარულის დრო...... ბევრი ამბობს რომ ცალმხრივ სიყვარუს სიყვარული არ ქვიაო მაგრამ ამაში შეგეკამათებით რადგანაც ცალმხრივი სიყვარულიც სიყვარულია გიყვარს უიმედოდ მაგრამ მაინც გიყვარს იცი რომ ის შენთან არასოდეს არ იქნება მაგრამ გიყვარს, გიყვარს და გიყვარს მაინც ბედნიერი ხარ მისი ბედნიერებით თUნდაც სხვასთან იყოს ბედნიერი ჩემი აზრით ცალმხრივი სიყვარულიც წრფელი სიყვარული მე ვარ 16 წლის
20:05 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დიტო
მე მაგალითად იცი რას გიპასუხებთ. პირველრიგში ვარ 14 წლის და ამ თემაზე ძალიან დიდი გაგება გამაჩნია პირადად სიყვარული ღმერთის დიდი საჩუქარია რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაუფრთხილდე თორე თუ არ დაიცავ ის გაქრება 1 წუთში. სიყვარული ანთებული სანთელივით არის თუ შეუბერავ ხო ის ჩაქვრება ხოლო თუ გაუფრთხილდები ის ბოლომდე ხალისით ჩაიწვება აი რა არის სიყვარული მას თუ გაუფრთხილდები,იქამდე სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს აი ეს არის სიყვარული და არა დროებითი გართობა
23:51 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93