დედა უნიკალური ადამიანია. ის მუდამ თქვენ გვერდითაა, მუდამ გაგაცინებთ, მოგწმენდთ ცრემლს. დედა დაგეხმარათ გამხდარიყავით ის, რაც ახლა ხართ.
აი, რამდენიმე ნიშანი, რომ თქვენ მსოფლიოში საუკეთესო დედა გყავთ:
1. დედა თქვენი საუკეთესო მეგობარია
უყვებით თქვენს ამბებს. დედასთან ერთად დადიხართ გამოფენაზე, კინოში. მის გვერდით არასდროს ხართ მოწყენილი.
2. თუმცა, ამავე დროს, გრძნობს, რომ მისი როლი მეგობრისაზე მნიშვნელოვანია
მთლად მეგობარივით არ გექცევათ. ის თქვენი სხეულის ნაწილია. მუდამ მზადაა, დათმოს საკუთარი ინტერესები თქვენ საკეთილდღეოდ. დედა არის მეგობარი, რომელსაც დაელაპარაკები ცხოვრებაზე. საჭირო დროს მუდამ იქნება თქვენ გვერდით.
3. დედა ყოველთვის მოგისმენთ
თუ ცხოვრების რთულ მომენტში კონსულტაცია ან უბრალოდ, ვინმესთვის თქვენი დარდის გაზიარება გჭირდებათ, დედას მუდამ სცალია.
4. დედა თქვენი მთავარი თაყვანისმცემელია
ცხოვრების თავიდან დაწყებას აპირებთ? დედა ის ადამიანია, ვინც პირველი შეგაგულიანებთ. თქვენს ახალ წამოწყებასაც დაუჭერს მხარს.
გამარჯვების თქვენზე მეტად მას სჯერა.
5. არ გიჭირთ ერთმანეთის გამხიარულება
ერთად ყოფნისას მუდამ ხითხითებთ. მუდამ ამხიარულებთ ერთმანეთს და ერთად არასდროს ხართ მოწყენილები.
6. ოჯახურ დღესასწაულებზე მუდამ ერთად ხართ
დედის დახმარების გარეშე გაგიჭირდებოდათ ნათესავების მრავალრიცხოვან არმიასთან გამკლავება.
7. დედასთვის ოჯახი მუდამ უპირველესია
მიუხედავად კარგად აწყობილი კარიერისა, ოჯახი მისთვის მუდამ პირველ ადგილზეა. არასდროს ივიწყებს თქვენს წარმატებებს და თქვენთვის მუდამ სცალია.
8. მუდამ გირეკავთ და გკითხულობთ
მისთვის თქვენი უმნიშვნელო ამბებიც მნიშვნელოვანია. თუმცა, თავადაც იცით, რომ ამ საუბრების გარეშე უფრო მოწყენილი და რთული იქნებოდა.
9. ინტერესდება თქვენით, მაგრამ არ გბურღავთ
კითხვები აქვს, მაგრამ თავი დელიკატურად უჭირავს, თქვენს პირად სივრცეს არ არღვევს.
10. შეცდომების დაშვების უფლებას გაძლევთ და მუდამ მზადაა, დაგეხმაროთ მათ გამოსასწორებლად
არ ეჩრება თქვენს ცხოვრებაში, თუ დახმარებას არ სთხოვთ. გაცდით, სანამ შეცდომებს დაუშვებთ და ჭკუას ისწავლით. თუმცა მუდამ მზადაა, ცრემლები მოგწმინდოთ.
11. დედა თქვენი უფროსი, ბრძენი... ბავშვია
დედამ გამოიარა ის, რაზეც თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ წარმოდგენა. მან შეიძლება გამოცდილი რჩევა მოგცეთ.
12. ის ყველა შენს მეგობარს უყვარს
დედა შეიძლება მეგობრულ წვეულებაზეც დაპატიჟოთ, რადგან იცით, რომ მასთან ერთად არავინ მოიწყენს.
13. დედამ იცის მხიარულების გემო
იცის, რა ხდება იქ, სადაც მისი შვილები ერთობიან. თვითონაც იყო ბავშვი და ამ წარმატებულ ქალსაც შეუძლია მოზარდივით მხიარულება.
14. მაშინაც კი, როცა ბრაზობთ მასზე, გახსოვდეთ, რომ მოვა დრო და მასზე ზრუნვა მოგიწევთ
ხშირად ჩამჭრელი კითხვები აქვს, დაუსრულებელი რჩევები. ზოგჯერ გიჭირთ მასთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ იცით, რომ ადრე თუ გვიან შერიგდებით და მასზე წყენას გულში არ ჩაიდებთ.
15. ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას მიაღწევდით დედის გარეშე
დედამ მოგცათ ყველაფერი: სიცოცხლე, ხასიათი, ჯანმრთელობა, განათლება. ზოგიერთმა დედის დახმარებით სამუშაოც იშოვა. წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდით დედის გარეშე.
16. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დედა თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია
დაფიქრდით, რას გააკეთებდით მის გარეშე?
გიყვარდეთ დედა.